ავტორი:

300-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლი საპროტესტო აქციას მართავს

300-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლი საპროტესტო აქციას მართავს

შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ტრაილერების მძღოლების აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ ფინანსთა მინისტრი მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და კანონს ხორბლის გადატანასთან დაკავშირებით არ გააუქმებს. აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ გზის საავტომობილო მონაკვეთი, სავალი ნაწილი დატოვეს და ეკონომიკურ ზონასთან გადაინაცვლეს, რომელიც ამ დრომდე პარალიზებულია.

მათი განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით სერიოზული პრობლემა ექმნება მათ ოჯახებს, ვინაიდან უმეტესობას ფინანსური ვალდებულებები აქვს აღებული სხვადასხვა ბანკში და ყოველგვარი შემოსავლების გარეშე რჩებიან. აქციის მონაწილეთა ნაწილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მათ არაკონკურენტულ პირობებში აყენებს, ვინაიდან ტვირთბრუნვა მხოლოდ გემით განხორციელდება.

ადგილზე განსაკუთრებული მობილიზებაა სამართალდამცველების, მათ შორის, სპეციალური ეკიპირების მქონე სამართალდამცველებისაც, რომლებიც მიკროავტობუსებში არიან განთავსებულნი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ