ავტორი:

ქუთაისის კინოთეატრში საშინელებათა ფილმის ჩვენება გააუქმეს, რადგან ის "შეურაცხყოფს რელიგიას"

ქუთაისის კინოთეატრში საშინელებათა ფილმის ჩვენება გააუქმეს, რადგან ის "შეურაცხყოფს რელიგიას"

ქუთაისის კინოთეატრში "კინო საქართველო" გააუქმეს 2018 წელს გამოსული საშინელებათა ფილმის ჩვენება, რომელიც კათოლიკე მონაზვნის ცხოვრებას ეხება. ამის მიზეზად კი კინოთეატრმა დაასახელა, რომ ფილმი "რელიგიას შეურაცხყოფს".

"27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის "მონაზვნის წყევლა" ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ.

ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე".

ფილმი Curse of the Nun ("მონაზვნის წყევლა") ახალგაზრდა, ემოციური ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ახალ სახლში გადადის საცხოვრებლად. სახლში გადასვლის შემდეგ მას თავს ესხმის გარდაცვლილი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც სახლი და იქ მცხოვრებლები საუკუნოდ დაწყევლა...

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს