ავტორი:

"ბავშვს ტორტი არ უწილადეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო," - ძალადობის სავარაუდო ფაქტები ერთ-ერთ სკოლაში

"ბავშვს ტორტი არ უწილადეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო," - ძალადობის სავარაუდო ფაქტები ერთ-ერთ სკოლაში

ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს კუთხეში დაყენებით სჯიან, სასჯელის გამძაფრების მიზნით კი უფროსკლასელებს ხელებაწეულს აყენებენ კედელთან, ამის შესახებ ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„გუშინ ერთ-ერთ სკოლაში ვახლდი მშობელს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე წარმომადგენლად. გეტყვით რას ედავება ეს მშობელი მასწავლებელს და სკოლას : სჯიან მოსწავლეებს კუთხეში დაყენებით, სასჯელის გამძაფრების მიზნით გაჰყავთ უფროსკლასელების საკლასო ოთახებში და იქ აყენებენ ხელებაწეულებს კუთხეში და ა.შ.

კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი ის არის, რომ ამ მშობლის შვილს სხვა მშობლებლებმა საერთო ფულით ნაყიდი ტორტი ჯერ არ უწილადეს, მერე კი დააყვედრეს - ეგ ტორტი მასწავლებლისთვის აგროვებული ფულით ვიყიდეთ, დედაშენს კი ფული არ დაუდია და არ გეკუთვნისო. ბავშვმა ტორტი არ ჭამა, სახლში ატირებული მივიდა და დედას უსაყვედურა, ფული რატომ არ დადეო... მოკლედ, ამ ამბავს კიდევ ბევრი კუდი აქვს.

მე იმის თქმა მინდა, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა არც ერთ პიზოდში მასწავლებლის ბრალეულობა არ გამოკვეთა. მეტიც, ეს მასწავლებელი დანარჩენი მშობლებით გარშემორტყმული მოდიოდა სხდომებზე. ხმაურობდნენ, ყვიროდნენ, სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდნენ, პროკურატურით გვემუქრებოდნენ.“ შენ რას მიაღწევევ, შე ინტრიგანო, ჩვენ მეტნი ვართო,“ - ამ გოგოს ჩვენს თვალწინ ლანძღავდნენ.

დისციპლინურმა გაამართლა მასწავლებელი. საყვედურიც არ გამოუცხადებია, არადა ცალსახად იკვეთებოდა, რომ მასწავლებლის მართული იყვნენ მშობლები და ეს გოგო თავისი შვილიანად მოძულებული და გარიყული ჰყავდათ, რაც მასწავლებლის მხრიდან ეთიკის კოდექსის ცალსახა დარღვევაა. მშობლებმა პედაგოგის თანდასწრებით განცხადებაც კი დაწერეს და თავიანთი 15 ბავშვის სხვა კლასში გადაყვანა მოითხოვეს, ოღონდ ამ გოგოს შვილი აღარ ყოფილიყო მათ კლასში.

ამ საქმეს ახლა სამეურვეო საბჭო განიხილავს, როგორც სკოლის უზენაესი ორგანო. როგორ განიხილავს, რა პროცედურებით, ამაზე ცალკე დავწერ. შემდეგი ეტაპი განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი იქნება.

მოკლედ ასეთი ამბები ხდება ..

იცოდეთ მაინც, სად ვართ და რატომ არის მშობლობის როლის სწორი გააზრება საჭირო. ცხვრის ფარად ვიდრე გვაქცევდეს ვინმე!“ - წერს კავთუაშვილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს