ავტორი:

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა ოზურგეთში ოფიციალურად გაიხსნა. ის დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს. ცენტრი ოფიციალურად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირქტორმა, გიორგი დონაძემ გახსნა. საზეიმო კონცერტს ესწრებოდა კულტურის, განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

კონცერტში მონაწილოებდნენ ანსამბლები: "შემოქმედი", "შვიდკაცა" და "ბასიანი" ადგილობრივი ტრიო "შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდი, სალოტბარო სკოლის ჯგუფები ოზურგეთიდან, მესტიიდან.

როგორც გიორგი დონაძემ განაცხადა, ფოლკლორის ცენტრი ოზურგეთის წარმომადგენლობა გურიისა და ზოგადად დასავლეთ საქართველოს კულტურული ცენტრი გახდება.

"ქართული სიმღერა მრავალმხრივობითა და ტრადიციული საგალობლებითუნიკალურია მთელს მსოფლიოში.უნიკალურობით კიდევ უფრო გამორჩეულია გურია. სწორედ გურიაშია ყველაზე კარგად გამორჩეული საგალობლების ცოცხლად შესრულების ტრადიცია, ამიტომაც ის განსაკუთრებულია თავისი პოლიფონიურობით. გარდა ამისა, ეს კუთხე დასავლეთ საქართველოს გულია, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა სწორედ გურიაში გახსნილიყო.

ამასთან, ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისთვის მთავრი საკომუნიკაციო ცენტრი გახდება. ვიმედევნებთ, რომ გამოფენები და კონცერტები თბილისიდან ოზურგეთში გადაინაცვლებს და ამით ცენტრი უფრო გამოაცოცხლებს, დასავლეთ საქართველოს რეგიონს. 2019 წელს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი კონცერტები სწორედ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება. დიდი სურვილი მაქვს, აქვე მოეწყოს სამეცნიერო კონფერენციები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, რომ მათაც გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება" - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

მისი თქმით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთ-ერთ მთავრ მიმართულებად სალოტბარო სკოლები რჩება, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა მეტად შეუწყობს ხელს რეგიონშისალოტბარო სკოლების განვითარებას.

ამჟამად მთელ საქართველოში 24 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 668 მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. პირველი სალოტბარო სკოლა, 2015 წელს გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის, დამატებით კიდევ 3 მსგავსი ტიპის სკოლის გახსნაა დაგემილი.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. განხორციელდა შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია: შენობის გადახურვა, ფასადების მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ეზო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით. შენობის სარეკონსტრუქციო სამუსაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1.639.892. 38 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა 1300 კვადრატულ მეტრს 4 სართულს მოიცავს, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ხმის ჩამწერი სტუდიით, არქივით, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებით, სალოტბარო სკოლით და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ფართით. ცენტრი ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შსაძლებლობის მქონე პირთათვის.მიხეილ ბატიაშვილი, კულტურის, განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრი:_ ოზურგეთში გაიხსნა უნიკალური ფოლკლორის ცენტრი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ფოლკლორის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა იქნება. ცენტრში განთავსებული საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო სივრცეები, არჭურვილია ხმის ჩამწერი სტუდიებით, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, დასავლეთ საქართველოში კერძოდ, ოზურგეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ჩავატაროთ. მოვიწვიოთ უცხოელი სტუმრები.ეს ცენტრი დაეხმარება მთლიანად საქართველოს, რომ წარმოჩინდეს მსოფლიოში, როგორც ფოლკლორის მნიშვნელოვანი ცენტრი.

მიშა გიორგაძე, კულტურის ყოფილი მინისტრი:_ ჩემთვის ძალიან ემოციურია დღეა იმიტომ, რომ თავის დროზე, კულტურის მინისტრად რომ დავინიშნე, პრაქტიკულად, მეორე დღეს ბატონები _ ანზორ ერქომიაშვილი და გიორგი დონაძე ჩემთან ახალი იდეით მოვიდნენ _ რასაც ხალხური სიმღერის გადაღჩენის პროექტი დაარქვეს. ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სალოტბარო სკოლების გახსნაა იყოო.

ძალიან მიხარია, რომ ის, რზეც სამი წლის წინ ვისაუბრეთ, დიდი მასშტაბით არის განხორციელებული. 24 სალოტბარო სკოლა უვე მოქმედებს და წლის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე, კიდევ სამი გაიხსნება. სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის არსებობა დასავლეთ საქართველოში და მით უფრო გუირიაში, მნიშვნელოვანი რამ არის. გამორჩეული რეგიონია. ამასთან, თავად ხედავთ, თუ როგორი ხარისხის და რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული. მადლობა მუნიციპალური განვითრების ფონდს, ვინც ფიზიკურად შეასრულა ეს სამუშაოები, ჩვენს კოლეგებს რეგიონუილი განვითარების და ინფრასტრუქტურის სამიისტროდან. ყველა იმ ადამინს, პირველ რიგში, ბატონ ანზორს და ვინც ამ საქმეში საერთოდ, წვლილი შეიტანა და არა მხლოდ ამ ცენტრის, იმ დიდი პროექტში, რასაც ქართული ხალხური ფოლკლორის აღმოჩენა, გადარჩენა და პოპულარიზაცია ჰქვია. წარმატებები მინდა, ვუსურვო ცენტრის აღსაზრდელებს.ანზორ ერქომაიშვილი, ქართული ხალხური სიმღერის სპეციალისტ: _ ჩემთვის ბედნიერი დღე იყო, 2001 წლის 18 მაისი, როცა `იუნესკომ~ ქართლი ხალხური სიმღერა მსოფლიო პოლიფოლნიის შედევრად აღიარა. დასამახოვრებელი თარიღი იყო და მთელი ცხოვრების მანძილზე მომყვება. ის მნიშვნელოვანი იყო ასევე ქვეყნისთვის, საქართველოს ხელოვნების ისტორიისთვის. დღეს კი გაიხსნა გურიის ფოლკლორის ცენტრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოიცავს და ბვერი კარგი, სასარგებლო საქმის საფუძველი გახდება. რაც მთავრია, აქ აღიზრდებიან ღირსეული ქართველები. მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა ქართულ სიმღერას ეუფლება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ