ავტორი:

პანკისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

პანკისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

პანკისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახმეტის მუნიპალიტეტის მერმა განუცხადა. იოსებ ქარუმაშვილის თქმით, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნა გაითვალისწინეს და „პანკისობა 2018“ გააუქმეს.

"თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მოითხოვდა, არ ჩატარებულიყო ეს ღონისძიება. ბუნებრივია, დაპირისპირიების თავიდან აცილების მიზნით, გადავწყვიტეთ ღონისძიებების გაუქმება. „პანკისობის“ დღესასწაული ათეულ წელს ითვლის და ადგილობრივები ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომ „პანკისობა 2018“ ჩაგვეტარებინა, თუმცა დღეს ასე მოხდა", - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

ამასთან, პანკისში ღონისძიების გამართავს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან აპროტესტებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ