ავტორი:

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები - რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები - რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

ზარმაც შვილზე არცერთი მშობელი არ ოცნებობს და ამ ჩვევის შესაძენად შეგნებულად არაფერს აკეთებს. ამის მიუხედავად, ქვეყანა სავსეა ზარმაცი ადამიანებით. ეს თვისება პირველ რიგში ახალგაზრდებს აზარალებს - ხელს უშლის სწავლაში, აქტიურ მუშაობაში, ცხოვრებისეულ წინსვლაში. საბოლოოდ კი წარუმატებელი, შეუმდგარი და დეპრესიული ადამიანი ხდება. ძალიან ხშირად ამ თვისების გამომუშავებას მშობლები მათდაუნებურად უწყობენ ხელს. წარმოგიდგენთ მშობელთა იმ შეხედულებებს, რომლებიც ბავშვი თანდათან აყალიბებენ ძარმაც ხასიათს. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს წესები უკუღმა მოქმედებს. ისინი დაეხმარება ბავშვს გაიზარდოს მიზანმიმართული, ბეჯითი, მაგრამ ასე არაა და მიხვდებით რატომაც.

1. ყველა ბავშვი ზარმაცი იბადება

თუ თავად არ შეაჩვევთ შრომას, ინიციატივას არასდროს გამოიჩენს. აიძულეთ ბავშვი გააკეთოს რამე "არ მინდას" მიუხედავად. ის მიეჩვევა და საბოლოო ჯამში შრომისმოყვარე ადამიანი გახდება. თუ ბავშვს ბავშვობიდან არ მიაჩვევთ შრომას, საოცრად ზარმაცი გაიზრდება.

2. ბავშვი უნდა იყოს დამჯერი

თუ ბავშვი არ გიჯერებთ, ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რომ დამჯერი გახდეს. თუ ეტყვით, რომ უნდა იმეცადინოს, მიალაგოს ოთახი ან გარეცხოს ჭურჭელი მან უნდა შეასრულოს თქვენი მითითება. შედეგად თქვენი შვილი გაიზრდება შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და მეოჯახე ადამიანი.

3. დასჯა და ჩამორთმევა - ცუდი ჩვევის გადაჩვევის მიზნით

ჩამოართვით კომპიუტერი და ბავშვი კარგად სწავლას განაგრძობს. აუკრძალეთ ეზოში ჩასვლა თუ ცუდად მოიქცა და აუცილებლად გამოსწორდება. განაგრძეთ კითხვა

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი