ავტორი:

"ნაპოვნია მეომრის ხელით შევსებული სამხედრო საბუთები..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახალი გვარ-სახელები ყირიმიდან და კრასნოდარიდან

"ნაპოვნია მეომრის ხელით შევსებული სამხედრო საბუთები..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახალი გვარ-სახელები ყირიმიდან და კრასნოდარიდან

ყირიმისა და ქერჩის კომისიამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების საფლავების და მათი პირადი დოკუმენტების შესახებ გვაწვდის ცნობებს, რამდენიმე დღის წინ, მოძიებული და გადამოწმებული ინფორმაცია მოგვაწოდა; კომისიის მიერ ნაპოვნია იმ ქართველი მეომრების საფლავები, რომლებიც მათ ოჯახებს წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიაჩნდათ.

როგორც კომისიის ხელმძვანელი ნატალია ძიუბა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, მათი უმეტესობა, დიდი ალბათობით ერთ ადგილას, კრასნოდარის მხარეში დაიღუპა და იქვე არიან დაკრძალული, თუმცა რამდენიმე მათგანს ომმა ბელორუსის მიწაზეც არგუნა საფლავი.

ორესტი ეგნატეს ძე კვირკველია - სერჟანტი, დაბადებული ჩხოროწყუს რაიონის სოფელ გარახაში (?), სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 1939 წელს, დაიღუპა 1941 ბელორუსში. იქვე ნაპოვნია მეომრის პირადი მონაცემები და მისი ხელით შევსებული სამხედრო საბუთები. ქერჩის კომისია ცდილობს, მის ოჯახთან დაკავშირებას და ელის ახლობლებისგან გამოხმაურებას.

კლიმენტი გიგილოს ძე თავბერიძე - დაბადებული 1920 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელი ხიდლოთავი, სავარაუოდოდ, ხიდისთავი. წლების განმავლობაში ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მეუღლე - თინა თავბერიძე.

გიორგი სემიონის ან სელივანის ძე ლიკლიკაძე - დაბადებული 1921 წელს ქუთაისის რაიონის სოფელ ქვემო სიმონეთში. დაიღუპა კრასნოდარის მხარეში, დაკრძალულია ყირიმში, ხუტორ იასტრებოვსკის რაიონში.

ალექსანდრე დმიტრის ძე მაისურაძე - დაბადებული 1906 წელს ქალაქ გორში, სკვერის ქუჩა #7, დაღუპულია 1943 წლის 9 აპრილს. დაკრძალულია კრასნოდარის ქალაქის სასაფლაოზე.

იასონ არჩილის ძე მახარობლიძე - დაბადებული 1914 წელს, ხაშურის სოფელ ახალსოფელში. დაიღუპა 1943 წლის 9 აპრილს. დაკრძალულია ყირიმში, ხუტორ იზიუმსკის რაიონის სასაფლაოზე.

გრიგორი იაკოვლევის (ან იაკობის) ძე ტურაშვილი - დაბადებული 1913 წელს, კასპის რაიონის სოფელ დოესში. დაიღუპა 1943 წლის 14 აპრილს, კრასნოდარის მხარეში, დაკრძალულია ყირიმში, პიატილეტკას რაიონში.

ზახარ ალექსანდრეს ძე შუბითიძე - დაბადებული 1909 წელს, ხაშურის რაიონის სოფელ ტკაცში (?). დაიღუპა 1943 წლის 1-ელ მარტს, კრასნოდარის მხარეში, დაკრძალულია ყირიმში, ხუტორ იასტრებოვსკის რაიონში.

ვლადიმირ ივანეს ძე ბურჯანაძე - დაბადებული 1909 წელს, ქუთაისში, სოფელ ნაგარებში. დაღუპვის თარიღი მითითებული არ არის; დაკრძალულია კრასნოდარის მხარეში, ყირიმი, იასტრებოვსკის რაიონი.

ლინო ვასილის ძე ნინიკაშვილი - დაბადებული 1912 წელს, გორის რაიონის სოფელ ფლეშტარო ან ფლიტარო (?!), დაკრძალულია ყირიმში, იასტრებოვსკის რაიონში.

ნიკოლაი ივანეს ძე ბერიაშვილი - დაბადებული 1909 წელს ონის რაიონის სოფელ ძეგლევში. დაკრძალულია კრანსოდარის მხარეში, ყირიმი, იასტრებოვსკის სასაფლაოზე.

მთავარი ფოტო: დმიტრი ბალტერმანტსი, ყირიმი 1942 წელი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ