ავტორი:

"კოლორპაკის" დირექტორი სტამბაში პროკურატურის შესვლაზე კომენტარს აკეთებს

"კოლორპაკის" დირექტორი სტამბაში პროკურატურის შესვლაზე კომენტარს აკეთებს

არანაირ გასაჩივრებას არ აქვს აზრი, რადგან დასამალი არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "პალიტრამედია" ჰოლდინგში შემავალი კომპანიის, "კოლორპაკის" დირექტორმა გიორგი ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტში "აწარმოე საქართველოში" "კოლორპაკმა" იგივე პირობებში მიიღო მონაწილეობა, როგორც სხვა ასობით კომპანიამ.

"აწარმოე საქართველოში" ასობით კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, როგორც ჩვენ და ასეულობით კომპანია დაფინანსდა. ჩვენ აბსოლუტურად იგივე პირობებში მივიღეთ მონაწილეობა, რითაც სხვა ასობით კომპანია გახდა ბენეფიციარი. მილიონ 600 ათასი დოლარი ავიღეთ კრედიტით "თიბისი ბანკიდან". "აწარმოე საქართველოს" უპირატესობა და დადებითი მხარე ზუსტად ის არის, ჩემი აზრით, რომ კორუფციას იმით გამორიცხავს, რომ კერძო ბანკთან მიდის მოლაპარაკება. ის კრედიტი ახლაც გვაწევს კისერზე და ვიხდით", - აღნიშნა გიორგი ჟორჟოლიანმა.

"პალიტრამედიამ" დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ 24 სექტემბერს, "პალიტრამედიას" სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით "სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)".

მთავარი პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე უწყებაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

ნახეთ ვიდეო:"აწარმოე საქართველოში" ასობით კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ჩვენ ზუსტად იგივე პირობები გვქონდა" - კომპანია "კოლორპაკის" დირექტორი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ