ავტორი:

თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება

თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება

თბილისში ტაქსები, სავარაუდოდ, თეთრი ფერის იქნება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მძღოლებს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს ტაქსით მომსახურება თეთრი ფერის მანქანებით შესთავაზონ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან ექნებათ. კალაძემ ტაქსების ვიზუალურ მხარეზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ“, - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: ცნობილია ტაქსების ფერი, რომლებიც თბილისში იმოძრავებენ - ვინ ვერ შეძლებს ტაქსის მომსახურების გაწევას და რა უნდა იცოდეთ თუ ამ სფეროში საქმიანობთ?

ამასთან, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მხოლოდ ის ტაქსები იმოძრავებენ, რომლებსაც ლიცენზია აღებული აქვთ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით.

„ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება. ამ ეტაპზე გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა. 1-ელი ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება - ჯარიმა 200 ლარი. ნებართვის 1 წლის აღების საფასური ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილებისთვის - უფასოა“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ტაქსებთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგება დაიწყო. ამ ეტაპზე დედაქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვა მიმდინარეობს. მძღოლებმა რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა გაიარონ და შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის საჭირო ნებართვა აიღონ. 2018 წლის ნოემბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსის სერვისის გაწევის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ