ავტორი:

ინციდენტი პარლამენტთან - სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციაზე კარვის გაშლის მცდელობას ხმაური მოჰყვა

ინციდენტი პარლამენტთან - სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციაზე კარვის გაშლის მცდელობას ხმაური მოჰყვა

პარლამენტის შენობასთან, სადაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მორიგ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები ამჯერადაც კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ ისევ არ მისცა. ამ ფაქტს მალხაზ მაჩალიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

"თუ ესენი ადამიანები არიან, ასწიონ ჩემზე ხელი და გავცემ პასუხს. ეს ხომ მთავრობა არ არის, ესენი ერთი მეორეზე მეტად ნაძირლები და არაადამიანები არიან", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. აქციის მონაწილეები დღის პირველ ნახევარშიც ცდილობდნენ აქციის ტერიტორიაზე კარვის გაშლას, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ