ავტორი:

"არც ერთი მისი ორთაბრძოლა არ მინახავს..." - რას ჰყვება გურამ თუშიშვილის დედა მსოფლიო ჩემპიონის ბავშვობასა და კარიერაზე

"არც ერთი მისი ორთაბრძოლა არ მინახავს..." - რას ჰყვება გურამ თუშიშვილის დედა მსოფლიო ჩემპიონის ბავშვობასა და კარიერაზე

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვებით მთელი საქართველო გაახარა. 23 წლის ძიუდოისტი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ის ასევე არის ევროპის ჩემპიონი. თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ mshoblebi.ge- ს ექსკლუზიურ ინტერვიუში გურამის დედა, ხათუნა წერეთელი ესაუბრება:

- გამარჯვების შემდეგ პირველი ემოცია ოჯახის წევრებს გაგიზიარათ?

- რა თქმა უნდა. ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რასაც ვგრძნობდი. მე დედა ვარ და არ შემიძლია ვუყურო მის ასპარეზობას, არც ერთი მისი თამაში არ მინახავს, საშინელ ტკივილს განვიცდი და ვნერვიულობ. ჩემგან გასხვავებით, მამამისს შესწევს უნარი უყუროს ძიუდოს ორთაბრძოლებს, სადაც გურიკა იღებს მონაწილებას, თუმცა მასაც ჯანმრთელობის ფასად უჯდება ეს.

გურამ თუშიშვილი მეურლესთნ და შვილთან ერთად

- რა ასაკიდან დაიწყო გურამმა ძიუდოზე სიარული?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი სურვილი იყო გურიკა ფეხბურთელი გამხდარიყო. დადიოდა კიდეც ფეხბურთზე, მაგრამ ტრავმა მიიღო, ხელი მოიტეხა. ამ ტრავმის შემდეგ მამამ გადაწყვიტა შეგვეყვანა ძიუდოზე, რასაც დათანხმდა ჩემი შვილი. ეს არც გამკვირვებია, რადგან მამა, უფროსი ძმაც ამ სპორტით იყვნენ დაკავებული. 12 წლის იყო, როცა ძიუდოზე სიარული დაიწყო.

ნახეთ თუშიშვილის გამარჯვების ვიდეოკადრები

- თავად რა პროფესიის ბრძანდებით ?

- პროფესიით ვარ პედაგოგი, ახლა ვმუშაობ კოჯრის საბავშვო ბაღში დირექტორად, ჩემი მეუღლე შოთა პროფესიით იურისტია. რამდენიმე წელი მუშაობდა ქვემო ქართლის რაიონში პოლიციის უფროსად.

- სად დაგყავდათ ძიუდოს შესასწავლად?

- დაგვყავდა კლუბ "შევარდენში". თავდაპირველად მისი მწვრთნელი იყო ამირან ქელხაშვილი, შემდეგ - ბათო ჯიქური, რომელიც დღემდე მოჰყვება და გურიკას წარმატების მთავარი შემოქმედია. დაიწყო თუ არა ვარჯიში, სულ მალე მოიპოვა წარმატება. პატარ-პატარა ტურნირებზე, რომელზეც ასპარეზობდა, ყველგან იმარჯვებდა. მის კარიერას ახსოვს დაღმასვლებიც, თუმცა ისეთი არა, რომ ამის გამო თავი დაენებებინა ძიუდოსთვის...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ