ავტორი:

ილონ მასკს ციხე ემუქრება

ილონ მასკს ციხე ემუქრება

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ფედერალურმა კომისიამ კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხება მასკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის აპირებდა კომპანიის აქციების სრულად ამოსყიდვას და მის კერძო დახურულ კომპანიად გადაქცევას. როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, ამან აქციონერების დაბნეულობა გამოიწვია - წერს The Wall Street Journal.

სარჩელი შეტანილია მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში. ფედერალური კომისია ბრალს დებს მასკს, რომ მან არც კი გააფრთხილა და არ განუხილავს აღნიშნული საკითხი პარტნიორებთან. როგორც გამოცემა დასძენს, აშშ-ს კანონმდებლობა კრძალავს კომპანიის ხელმძღვანელმა პირმა ღიად აკეთოს ცრუ განცხადებები და დაბნეულობა გამოიწვიოს ინვესტორებში.

მანამდე კი თავად Tesla-მ დაადასტურა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ამ საქმეზე ძიება. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან.

ილონ მასკი ბრალდებებს უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი წერს მასკის განცხადებაზე დაყრდნობით.

"ეს არის კომისიის უსაფუძვლო ქმედება, რომელმაც იმედი გამიცრუა. მე ყოველთვის ვმოქმედებდი სიმართლის ინტერესიდან გამომდინარე. პატიოსნება ჩემი ცხოვრების უმთავრესი ღირებულებაა განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"