ავტორი:

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, რეკორდული რაოდენობის მომხმარებელი იუსტიციის სახლს ორი სერვისის გამო ეწვია - ეს არის ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. იუსტიციის სახლის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მომართა. კერძოდ, თბილისის იუსტიციის სახლი ყოველდღიურად ემსახურება საშუალოდ 8500 მომხმარებელს, რა დროსაც მოქალაქეთა ლოდინის საშუალო დრო 5:36 წუთია. 2018 წლის 28 სექტემბრის 13:00 საათის მდგომარეობით, თბილისის ფილიალი მოემსახურა საშუალოდ 4411 მომხმარებელს, ხოლო მოლოდინში იმყოფება 2289 მომხმარებელი.

ხსენებული ორი კონკრეტული სერვისი კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებლ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.

როგორც ცნობილია, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო (მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე) და 1-ელ ოქტომბრამდე გრძელდებოდა.

პირველ ოქტომბრამდე ეწურება ვადა ასევე ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღებას, რომელიც 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც გაიცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან არალიცენზირებული ტაქსი დაჯარიმდება, თუმცა ლიცენზიის გაცემა გაგრძელდება ისე, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერვისი მინიმუმ თვეზე მეტია მშვიდ ვითარებაში გაიცემა, ვინაიდან 1-ელ ოქტომბრამდე სრულდება მათი გაცემის ვადები, მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა.

იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, ცხადია, მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია. ჩვენ ვთხოვთ მომხმარებელს სიმშვიდესა და თანამშრომლობას, რადგან როგორც იუსტიციის სახლის პერსონალი, ასევე მომხმარებელი არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ იმისათვის, რომ არცერთ მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ