ავტორი:

"4 საათია რიგში ვართ, სრული განუკითხაობაა" - რამ გამოიწვია ქაოსი და აურზაური იუსტიციის სახლში

"4 საათია რიგში ვართ, სრული განუკითხაობაა" - რამ გამოიწვია ქაოსი და აურზაური იუსტიციის სახლში

იუსტიციის სახლში მთელი დღეა ტაქსის მძღოლების გრძელი რიგი დგას. მძღოლებს ტაქსის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სურთ. როგორც ტაქსის მძღოლების ნაწილი ამბობს, გრძელ რიგში დილიდან დგანან. ამასთან, მთელი დღის განმავლობაში გართულებული იყო გადაადგილება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"გამოქვეყნებულია ოფიციალური ბრძანება, თუმცა არსად არ არის დაფიქსირებული, რომ ლიცენზიის მიღების ბოლო დღე დღეს არის. ზოგს საერთოდ არ აქვს კომპიუტერი და ელექტრონულად ვადების შესახებ ინფორმაციას ვერ გაიგებდნენ. ამიტომ არის ასეთი ამბავი, სრული განუკითხაობაა. არც მობილურზე არანაირი შეტყობინება არ მოგვსვლია... სამწუხაროდ, არ არის ონლაინ რეგისტრაცია, თორემ ასეთი ამბავი არ იქნებოდა... დაახლოებით 4 საათია რიგში ვართ..." - ამბობენ იუსტიციის სახლში, რიგში მდგომი ტაქსის მძღოლები.

VIDEO: "4 საათია რიგში ვართ, პასუხს არავინ არ გვცემს, ეს არის კატასტროფა" - ქაოსი და არეულობა იუსტიციის სახლში

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა და აღნიშნა, რომ დღეს "უკანასკნელ მომხმარებლამდე იმუშავებენ".

"დღეს იუსტიციის სახლში ჩვეულზე მეტი ნაკადია, რაც გამოწვეულია ორი მიზეზით. პირველი არის ის, რომ დღეს რეგისტრაციის ვადა იწურება ერთი მხრივ სამეწარმეო რეესტრში იმ პირებისა, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის 381-ე დადგენილებით საშიშ და მავნე პირობებიან საქმიანობებეს. დღეს ასევე სრულდება ტაქსის საქმიანობის ლიცენზირების თარიღი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ არ ექნებათ მათ ლიცენზიის აღების შესაძლებლობა. უბრალოდ, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ლიცენზიის გარეშე ტაქსის საქმიანობის წარმოება შეზღუდულია. სამწუხაროდ, დიდი რაოდენობის მოქალაქეებმა მხოლოდ უკანასკნელ დღეს მოგვმართეს. იუსტიციის სახლი მშვიდად ახორციელებს მოქალაქეების მომსახურების ყველა სერვისის გაცემას. დღეს ვმუშაობთ უკანასკნელ მომხმარებლამდე. 18:00 საათზე კარი არ იკეტება", - განაცხადა აზაურაშვილმა.

ცნობისთვის, 1-ლი ოქტომბრიდან ტაქსების მძღოლებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს მერიის სპეციალურ საიტზე - "თბილისის ტაქსი", ასევე, იუსტიციის სახლსა და 10-ვე რაიონულ გამგეობაში აგვისტოდან შეეძლოთ. რეგისტრაციის ვადა უკვე იწურება. მათ შესაბამისი ნებართვის მისაღებად მხოლოდ 2 დღე დარჩათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ