ავტორი:

სილქ TV-ისა და გლობალ TV-ის აბონენტებს გადასახადი გაეზრდებათ

სილქ TV-ისა და გლობალ TV-ის აბონენტებს გადასახადი გაეზრდებათ

სილქ TV-ისა და გლობალ TV-ის აბონენტებს გადასახადი 2 ლარით გაეზრდებათ. სატელევიზიო მომსახურების შეცვლილი ტარიფის გადახდა 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიამ გაავრცელა.

„გაცნობებთ, რომ 6 ქართული ტელეარხის (რუსთავი 2, იმედი, ჯიდიესი, მარაო, მაესტრო, კომედი არხი) მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება გახდა ფასიანი.

კომპანია სილქნეტმა, სხვა ოპერატორებისგან განსხვავებით, შეძლო აღნიშნული არხების ჩვენება ფასის უცვლელად ერთი წლით შეენარჩუნებინა. თუმცა, ამ 6 ქართული არხის მოთხოვნით გადასახადის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა, რის შედეგადაც კომპანია იძულებულია სილქ TV-ის აბონენტებს, 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2 ლარით გაუზარდოს სატელევიზიო მომსახურების ღირებულება. ტარიფის ზრდა ასევე შეეხება გლობალ TV-ის მომხმარებლებსაც.

კომპანია სილქნეტი, როგორც სილქ TV-ის ისე გლობალ TV-ის აბონენტებს, 1 ნოემბრიდან დამატებით მაღალრეიტინგულ კინო და სპორტული ჟანრის არხებს მიაწვდის,“-აღნიშნულია განცხადებაში. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ