ავტორი:

თბილისობა მოსკოვში - ვინ მიდის საქართველოდან ღონისძიებაზე და რა ელით რუს სტუმრებს

თბილისობა მოსკოვში - ვინ მიდის საქართველოდან ღონისძიებაზე და რა ელით რუს სტუმრებს

6 ოქტომბერს მოსკოვში თბილისობას აღნიშნავენ. "თბილისობა მოსკოვში" ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც რუსეთის დედაქალაქში წელს მერვედ გაიმართება. მისი ორგანიზატორი და დამფუძნებელი მოსკოვში მცხოვრები ქართული წარმოშობის თამთა ფულარიანია.

ღონისძიება მოსკოვში, ერმიტაჟის ბაღში გაიმართება. როგორც ფესტივალის სარეკლამო პოსტერიდან ირკვევა, ერთ-ერთი მხარდამჭერია მოსკოვის კულტურის დეპარტამენტი, ოფიციალური პარტნიორი კი - "ასკანელი ძმები".

ფესტივალის ფარგლებში ღონისძიების სტუმრებს საწნახელში ღვინის დაწურვას შესთავაზებენ, ასწავლიან ჩურჩხელის ამოვლებას, ასევე გაიმართება ქართული ცეკვის მასტერკლასები. ღონისძიება დღის 12:00 საათზე დაიწყება და სტუმრებს 21:00 საათამდე უმასპინძლებს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოდან და რა აქვთ დაგეგმილი ორგანიზატორებს - ამის გასარკვევად თამთა ფულარიანს დავუკავშირდით:

- კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ - მომღერლები: თორნიკა კვიტატიანი, აჩი ფურცელაძე, გიორგი მელიქიშვილი, ეთერ ბერიაშვილი, თეიმურაზ და ელიზა ბუჯგუები, ბიტბოქსერი ვახტანგ კალანდაძე და სხვები.

ასევე შედგება ქართული ფილმების ჩვენება, მათ შორის ორი დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი, რომელიც რუსმა სტუდენტებმა გადაიღეს. ერთი დოკუმენტური ფილმი არის სვანეთზე და ქვია - "ვინ არის აქ სვანი", მეორე საქართველოზეა გადაღებული, სახელწოდებით - "როდის დაბრუნდება ნინო".

ვაჩვენებთ გელა ბაბლუანის და მარიამ ხაჭვანის ახალ ფილმებს. დაგეგმილი გვაქვს ქართული ენის ლექციაც, რომელსაც ლომონოსოვის უნივერსიტეტის პროფესორი ლია ბაშალეიშვილი წაიკითხავს.

- საქართველოდან ვინ მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში?

- წელს საქართველოდან მხოლოდ თაკო ცქვიტინიძე და აჩი ფურცელაძე ჩამოვლენ.

AMBEBI.GE თაკო ცქვიტინიძესაც დაუკავშირდა, რომელიც მოსკოვში თბილისობის წამყვანი იქნება.

- თბილისობის ღონისძიება მოსკოვში ერმიტაჟის ბაღში გაიმართება. მე დღეს მივფრინავ, აჩი ხვალ ჩამოვა თურქეთიდან. წელს განსხვავებული ღონისძიებაა დაგეგმილი, კონცერტის პარალელურად მოხდება ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა და პოპულარიზაცია.

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერიის საიტზეცაა განთავსებული, სადაც ვკითხულობთ, რომ "მოსკოველები საქართველოს გაცნობას დედაქალაქიდან გაუსვლელად შეძლებენ. წელს დღესასწაული ჩატარდება ისე, რომ სტუმრები ქვეყანაში იმოგზაურებენ - გაეცნობიან მის ისტორიას, კულტურასა და ენას.

მოსკოვური რესტორნები ქართული სამზარეულოთი შესთავაზებენ სტუმრებს ხაჭაპურს, ხარჩოს, ფხალეულს, გებჟალიასა და სხვა კერძებს. ფესტივალის ტერიტორიაზე მოეწყობა ღვინის დაწურვის მასტერკლასი - სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ყველაზე ძველი და სახალისო მეთოდით დაწურონ ღვინო.

წარმოდგენილი იქნება ნივთები ქართული ორნამენტებით, სუვენირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, კერამიკული ნაკეთობები და სამოსი ქართველი დიზაინერებისგან", - ვკითხულობთ მოსკოვის მერის ოფიციალურ საიტზე mos.ru-ზე განთავსებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ