ავტორი:

პოეტი და მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი გარდაიცვალა

ახალგაზრდა პოეტი, მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი გარდაიცვალა. მეგობრების თქმით, ახალგაზრდა ქალი დღეს დილით მოულოდნელად გარდაიცვალა.

საზოგადოების დიდი ნაწილი მას ნინა სტარკ-ნეკერის სახელით იცნობდა. მისი ცნობილი თარგმანებია: ჯონ ბოინის "ბიჭი ზოლიან პიჟამაში", კასანდრა კლერის "მექანიკური პრინცესა" და "ზეციური ცეცხლის ქალაქი"... ნინო ნეკერიშვილის ლექსები შესულია რამდენიმე პოეტურ კრებულში.

პოეტის გარდაცვალების შესახებ მისი მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში წერენ. ტრაგიკული ამბავი ყველასთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელია. ერთ-ერთი ინფორმაციით, ნეკერიშვილმა ორი დღის წინ მცირე ოპერაცია გაიკეთა და თავს კარგად გრძნობდა, თუმცა უცნობია, არის თუ არა კავშირში გარდაცვალებასთან ეს ფაქტი.

ირაკლი ბაკურიძე, გამომცემელი "წიგნები ბათუმში"

ძალიან ცუდად ვარ, ამ საზიზღარი სიკვდილის ბურუსით ვარ მოცული და სხვა არაფერი ხდება ირგვლივ. არ ვიცი რამ შეიძლება აწი გამახაროს. ჩემი უსაყვარლესი ადამიანი აღარ არის, მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ ტრაგედიით ვიცხოვრებ. საზიზღარი სიტყვებია - ნინა ნეკერი აღარ გვყავს

თაია მახარაშვილი

"ჩვენო ოქროსგულიანო გოგო ნინა სტარკ-ნეკერი გვითხარი, რომ გვეხუმრნენ. სად წახვედი..."

მარიამ ბეროძე

თუ რამე უსამართლობა არსებობს ამ ქვეყანაზე, ესაა ნინა სტარკ-ნეკერის გარდაცვალების ამბავი, რომელმაც ყველა სიტყვას, ყველა ფრაზას, აბსოლუტურად ყველაფერს დაუკარგა აზრი, რადგან აღარ ვიცი, როგორ ვიცხოვრო იმ რეალობაში, სადაც მზის მსგავსი გოგონები ვეღარ იღვიძებენ.

ნინო მოდრეკილაძე

რამდენი რამ ჰქონდა დაგეგმილი... პოეზიის საღამოებზე მინდა წასვლაო, ორი დღის წინ წერდა. წერდა... ეჰ, რა არაფერი ხარ, ცხოვრებავ!

ირმა იანტბელიძე, რედაქტორი "პალიტრა L"

მეც უნდა დავწერო ნინაზე... აპრილში საბერძნეთში სწორედ ნინას დამსახურებით ვიყავი, მან დამითმო თავისი ბილეთი და დაჟინებით მთხოვდა, მე ვერ მივდივარ და შენ უნდა წახვიდე აუცილებლადო. ხუმრობით მითხრა, ბრელოკი ჩამომიტანეო და მართლა რომ ჩამოვუტანე (დიდხანს ვარჩიე), პატარა ბავშვივით გაუხარდა.... სწორედ გუშინ ვიყიდე აბერკრომბის მესამე ნაწილი, გადავშალე და წავიკითხე: რედაქტორი - ნინო ნეკერიშვილი <3ნათელში იყავი, კარგო გოგოვ, რამდენ ადამიანს დაწყვიტე გული... სულ მემახსოვრები

მარი კორინთელი, გამომცემელი "წიგნები ბათუმში"

დავიღუპეთ. ნინა სტარკ-ნეკერი აღარ გვყავს. სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოვინელებ ამ ამბავს. როგორ მიყვარდი და როგორ მიყვარხარ, ჩემო კეთილო მეგობარო, ჩემო უერთგულესო მეგობარო.

ეკა ლაცაბიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ვირტუალურ სამყაროში შესაძლოა უფრო ვიყვარებთ ერთმანეთს, რადგან აქ მხოლოდ მათ ვუახლოვდებით, ვისაც რაღაცით (ბევრი რამით თუ არა) მაინც ვგავართ... ბათუმში, სანაპიროზე შემხვდა. დამიძახა და მაგრად ჩამეხუტა. ჩემი ფრენდი იყო ვირტუალური სამყაროდან. ხშირი მიმოწერა არ გვქონია, მაგრამ მიყვარდა... კეთილი, სიყვარულით სავსე გოგო. ნინა სტარკ-ნეკერი მისი ლექსის გამო დავიმეგობრე თავის დროზე:

ჭყლაპი-ჭყლუპი, ჭყლაპი-ჭყლუპი

მიჭყლაპუებს ფეხქვეშ გუბე,

ამ გადაღლილ გულში დიდი

სიხარული დავაგუბე,

წვიმას გუბე დარჩენია,

შიგ ვაცეკვებ ფეხებს ანცად

და წრეების ხატვით, იცით?

გუბე უკვე დაიქანცა.

წვიმა იყო, გადაიღო,

მზემაც პირი დაიბანა,

ისიც პრანჭია გოგოა,

არ იცოდით დღემდე განა?

ვითამაშებთ საღამომდე,

მე, გუბე და მზის სხივები,

მერე ტკბილად დავიძინებ და ძილშიც გავიღიმები /ნინა ნეკერ/

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს