ავტორი:

სენსაცია! - ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია!

სენსაცია! - ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში არგენტინელი ხუან დელ პოტრო ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. 30 წლის არგენტინელი ტურნირის პირველი, ხოლო მსოფლიოს მე-4 ჩოგანი იყო. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის 26 წლისაა და ტურნირამდე 34-ე ნომრად იყო განთესილი.

ბასილაშვილი და დელ პოტრო დღემდე მხოლოდ ერთხელ არიან შეხვედრილები, წინა სეზონში შანხაის მასტერსზე არგენტინელს სამი სეტი დასჭირდა ქართველის დასამარცხებლად - (2:6, 6:3, 4:6).

ბასილაშვილმა ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 23-ე ჩოგანი გახდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

VIDEO: ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფალური გამარჯვება ჩინეთში

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ