ავტორი:

"ჩემი პარტნიორი ნამდვილი ცეცხლია..." - რა ართმევს მთელ ენერგიას რატი დურგლიშვილს და რატომ აქვს "გონებრივი რესურსი ნულზე"

"ჩემი პარტნიორი ნამდვილი ცეცხლია..." - რა ართმევს მთელ ენერგიას რატი დურგლიშვილს და რატომ აქვს "გონებრივი რესურსი ნულზე"

მომღერალი რატი დურგლიშვილი მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი მონაწილეა და წელს პირველად უწევს ცეკვასთან პროფესიონალური შეხება. შოუს არსებობის მანძილზე ბევრჯერ თქვა უარი, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა და როგორც ამბობს, პროექტისთვის ისე გადადო თავი, რომ არაფრისთვის და არავისთვის აღარ სცალია.

"ვხვდები, აქამდე სწორად ვიქცეოდი, რომ ამ შოუში მონაწილებას არ ვთანხმდებოდი, რადგანაც გადმოცემით ვიცოდი, რომ ძალიან შრომატევადი იყო. ახლა როცა უკვე თავად მიწევს რეპეტიციები, ვერც ავხსნი, რამხელა ენერგია და დრო მიაქვს. გონებრივი რესურსი ნულზე მაქვს დასული, მეგობრებს, მშობლებს ვერ ვხდები, ვერ ვურთიერთობ მათთან, ყველაფრისგან გამორთული ვარ.

ფეხზე ტრავმები "ავიკიდე", არ ვიცი, ამ ფეხით რას ვიზამ. მოკლედ, კონკურსზე თავს ვრისკავ, ხარისხისთვის და შოუსთვის. ამ რისკზე ალბათ მაინც საკუთარი თავის წარდგენისთვის მივდივარ. ცეკვა ჩემი პროფესია არ არის, თუმცა პროფესიონალური ცეკვის კონკურსში ვონაწილეობ და მაყურებელიც მაქსიმუმს ითხოვს. იმისთვის, რომ კარგი შედეგები გვქონდეს, ჩვენთან შესანიშნავი პედაგოგები მუშაობენ. ამის შემდეგ კი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. არ გაქვს უფლება, თქვა, ეს არ შემიძლია, ისედაც ბევრ რაღაცაზე ვთქვი უკვე არ შემიძლია და უარი" - ამბობს მომღერალი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა სასიამოვნო სტრესია.

- გამოდის, "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო საკუთარ პოფესიაზეც დროებით უარი თქვი?

- კი, მაგრამ ესეც ჩემი საქმიანობაა, რადგან ასეთი პროექტი ყოველთვის არ არის, ვიდეორგოლს კი ნებისმიერ დროს ჩავწერ და იმ დანარჩენ საქმეს, რასაც ვაკეთებდი. სწავლის გაგრძელება კი იყო ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი, ამერიკაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ეგეც შევაჩერე. ამ პერიოდის მანძილზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ცეკვები გენიალური სპორტია. ის მხოლოდ ხელოვნება არ არის.

მოკლედ, სპორტულ-სამეჯლისო ცეკვები განსხვავებულად დავაფასე, თუმცა მანამდეც ვაფასებდი მოცეკვავეებს და მათ შრომას. არნახული შრომაა, რასაც ეს ადამიანები ამ საქმეში დებენ. ისე სწრაფად გვაწვდიან ყველაფერს, ისე გვასწავლიან და ისე დაფარფატებენ, დაფრინავენ, გაოცებული ვარ. მაყურებლისთვის ეს ყველაფერი სანახავად თითქოს ძალიან მარტივი აღსაქმელია, არადა, ამის უკან უზარმაზარი შრომაა. მოკლედ, სანამ ამ პროექტში არ მოხვდები, ვერაფერს მიხვდები და სათანადოდ ვერ დააფასებ. ვიმეორებ, ნებისმიერი მოცეკვავე განსხვავებულად დავაფასე.

- დღის განმავლობაში ცეკვას რა დროს უთმობ?

- მთელ დროს, დილის 12 საათიდან, საღამომდე ამ პროექტში ვარ ჩაფლული - ამ სამზადისმა ყველანაირი რესურსი წაიღო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვსდგე... იმდენად მაგარი ადამიანები მიდგანან გვერდით, ვისაც ვუყვარვარ და მიყვარს, ძალიან დიდი იმედი მაქვს მათი და მათ ჩემი. აქ მოგებაზე არ არის ლაპარაკი - ადამიანებს, ვისაც ჩემი დანახვა უხარია და მეც მიხარია მათი დანახვა, მინდა, ეკრანიდან სწორედ მათ მოვეფერო. მინდა, მოეწონოთ ჩემი ცეკვა და კიდევ ერთხელ დავუმტკიცო რაღაც! სხვა არაფერი მინდა.

საერთოდ, არასდროს ვარ გამარჯვებაზე ორიენტირებული. პირველ რიგში, ყოველთვის მინდა, საკუთარ თავთან გავიმარჯვო, დანარჩენი, კონკურსები ჭრელია, ვის ვინ მოსწონს, ასე ვერ გაიგებ. ჩემი პარტნიორი ნამდვილი ცეცხლია, საოცრად ცეკვავს, მხიარული გოგოა, ბედნიერი ტიპია, კარგი ურთიერთობა გვაქვს, დავმეგობრდით.

- ე.ი. არც ბავშვობაში გივლია ცეკვაზე?

- მამაჩემის ანსამბლში 7-10 წლის ასაკში ვმღეროდი, სადღაც ქორეოგრაფიც გვყავდა, რომელიც ნომრებს გვიდგამდა, მაგრამ მაშინდელი ჩემი ცეკვა არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა - სერიოზული არაფერი.

- ახლა, ამ რეპეტიციების დროს, ამ მიმართულებით საკუთარ თავში რა აღმოაჩინე?

- თუ ტრავმირებული ფეხი ხელს არ შემიშლის, მაყურებელი ნახავს, რომ ვარ პლასტიკური. ეს მართლაც აღმოვაჩინე იმიტომ, რომ საკუთარი თავით გაკვირვებული ვარ. რეპეტიციების დაწყებისას, თავიდანვე რეზინასავით ვიყავი, მაგრამ ახლა ფეხმა უკან ძალიან დამხია, ვნერვიულობ, სახსარი დამიზიანდა, თან, ცუდი ადგილია. როგორც ჩანს, დამეჭიმა, ამ ფეხზე დიდი დატვირთვა მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პროექტზე პროფესიონალი ჯგუფი მუშაობს, მათთან ურთიერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება სასიამოვნოა, რისთვისაც და მადლობელი ვარ. თავი გადადებული აქვთ აბსოლუტრურად ჩვენთვის და პროექტზე, ესაა, პროფესილიზმი.

- მეგობარ კონკურენტებზე რას გვეტყვი?

- არანაირი კონკურენტები, მეგობრები ვართ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, უზომოდ ბევრს ვმუშაობთ, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. მე არავის კონკურენტობას არ ვაპირებ, არ ვარ ასეთი ტიპი!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს