ამერიკული ტანსაცმლის მაღაზია ლინდსი ლოხანს სასამართლოში უჩივის

ამერიკული ტანსაცმლის მაღაზია ლინდსი ლოხანს სასამართლოში უჩივის

ლოს-ანჯელესში მდებარე ქალის ტანსაცმლის მაღაზია Tough as Nails-ის მფლობელმა მსახიობ ლინდსი ლოხანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მაღაზიის მფლობელები აცხადებენ, რომ მსახიობს მათი ვალი აქვს, ვალის ოდენობა 17 ათას დოლარს შეადგენს, იტყობინება РИА "Новости".

მაღაზიის მფლობელები დევიდ მალვენი და როდნი ბერნსი ამტკიცენებ, რომ 23 წლის მსახიობმა 2009 წლის ნოემბრიდან თებერვლამდე Tough as Nails-ში ტანსაცმელი და ძვირფასეულობა შეიძინა, რომელთა საერთო ღირებულებაც 17 ათას დოლარს შეადგენდა.

"ძვირად ღირებული ნივთების შეძენის შემდეგ ლინდსი ლოხანმა მაღაზიის მფლობელები დაარწმუნა, რომ შეძენილი ნივთების საფასურს მისი ბიზნეს-მენეჯერი აანაზღაურებდა", - აღნიშნულია სასამართლოში შეტანილ სარჩელში.

დევიდ მალვენისა და როდნი ბერნსის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი კლიენტები მსახიობის პოპულარობამ და მისმა მაღალმა შემოსავალმა შეცდომაში შეიყვანა. ისინი იძულებულნი გახდნენ სასამართლოსთვის მიემართათ, რადგან მსახიობის ვალებიდან მისმა წარმომადგენლებმა მხოლოდ 180 დოლარი დაფარეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება