ავტორი:

7 მსგავსება  ოთარ ფარცხალაძესა და დავით კეზერაშვილს შორის

7 მსგავსება  ოთარ ფარცხალაძესა და დავით კეზერაშვილს შორის

იმ გავლენიანი დაჯგუფებების წევრებს, რომლებიც კანონის გვერდის ავლით სახელისუფლებო კულუარებში საქმეებს "ალაგებენ", ექსპერტები "ახალ კეზერაშვილებს" უწოდებენ. მათივე შეფასებით, ამ დაჯგუფებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. რა მსგავსებაა კეზერაშვილსა და ფარცხალაძეს შორის?

  • თანამდებობაზე დანიშვნამდე ორივეს ფინანსური მდგომარეობა მწირი იყო
  • ორივემ კარიერა ფინანსური პოლიციის შეფობით დაიწყო
  • ფინანსური პოლიციის შეფად დანიშვნისთანავე ორივეს ბიზნესის ნიჭი "აღმოაჩნდა" და ორიოდ წელიწადში მულტიმილიონერები გახდნენ
  • საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ, ორივემ შეინარჩუნა არაოფიციალური გავლენა ხელისუფლებაში, ხშირ შემთხვევაში მინისტრებზე მეტი
  • ორივეს სახელი უკავშირდება ბიზნესის რეკეტს, წილების "ახევას", ხელისუფლებისთვის არასასურველი ბიზნესმენების თუ სხვა პირების დაშინებას
  • ორივეს სახელი უკავშირდება ზონდერ დაჯგუფებების არსებობას, რომლებიც "შავ სამუშაოს" ასრულებენ
  • ორივე მათგანი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელთანაც იყვნენ ასოცირებულნი, აბსოლუტურად ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კეზერაშვილი საზღვარგარეთ წავიდა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. რა ელის ფარცხალაძეს?..

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ