ავტორი:

ხვდება თუ არა ბრედ პიტი მომხიბვლელ პროფესორს - ნერი ოქსმანმა კომენტარი პირველად გააკეთა

ხვდება თუ არა ბრედ პიტი მომხიბვლელ პროფესორს - ნერი ოქსმანმა კომენტარი პირველად გააკეთა

პროფესორმა ნერი ოქსმანმა The New York Times-თან ინტერვიუს დროს მასსა და ბრედ პიტს შორის რომანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ქორწინების დასრულების შესახებ 2016 წლის სექტემბერში განაცხადეს. მას შემდეგ მსახიობების პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ არაერთი ჭორი გავრცელდა. მათ შორის იყო ინფორმაცია, რომ პიტმა დემი მურთან ერთად კაბალას შესწავლა დაიწყო (რაც მოგვიანებით ორივე მსახიობმა უარყო).

აპრილში კი მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პიტი პროფესორ ნერი ოქსმანს ხვდებოდა. მსახიობთან დაახლოებული პირები ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ წყვილი ერთმანეთს ხვდება, თუმცა ბრედი მზად არ არის სერიოზული ურთიერთობისთვის.

გამოცემასთან The New York Times ოქსმანმა განაცხადა, რომ პიტთან რომანტიკული ურთიერთობა არ აკავშირებს.

ოქსმანის პარტნიორი კი ფინანსისტი ბილ ეკმანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მანჰეტენზე პენტჰაუსი 90 მლნ დოლარად შეიძინა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს