ავტორი:

"ჩინეთის "დახურულ ბიზნეს ჩემპიონატში" ჩხარტიშვილი ლიდერობს..."

"ჩინეთის "დახურულ ბიზნეს ჩემპიონატში" ჩხარტიშვილი ლიდერობს..."

რა კავშირი აქვს ვანო ჩხარტიშვილს ჩინურ CEFC-სთან და რა პრივილეგიებით სარგებლობენ ჩხარტიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიები? ამასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

თინა ხიდაშელის "ფეისბუქ"-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ყველაფერი ამ სურათით დაიწყო. მაგიდის ბოლოში, მარჯვენა კუთხეში მამაკაცი რომ ჩანს ეს ვანო ჩხარტიშვილია, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი.

როგორც ქართული მედია წერდა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამართლიანობა, როგორც ჩანს, პირველ რიგში ვანო ჩხარტიშვილისთვის "აღსდგა"[1]. პირველად ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე, როდესაც არც მეტი არც ნაკლები ქალბატონმა მადლენ ოლბრაიტმა მკითხა "თქვენთან სასამართლოს ბიზნესმენები მართლა აკონტროლებენო?" და შემდეგ სწორედ ბატონ ჩხარტიშვილთან დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის შესახებ მიამბო, რომელშიც ამერიკელებიც იყვნენ მეორე მხარეს. ეს ძველი ისტორია და ამ ამბის შესახებ ფრაგმენტულად ჩვენშიც იწერებოდა. ამ საქმის დეტალებით არ გადაგტვირთვათ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა - ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მასზე ბევრი არაფერი მსმენოდა და ჩემი ქვეყნის ცუდი ამბების ერთ-ერთი სერიის გმირი ჩემს მეხსიერებას ისტორიაში ყავდა გადასროლილი.

ამ დღეებში კვლავ დამისვეს იგივე კითხვები, ახლა უკვე ჩეხებმა. ზოგიერთებმა იცით, რომ რაღაც პერიოდით პრაღაში ვცხოვრობ, ვასწავლი, ვსწავლობ, ვიკვლევ, წიგნზე ვმუშაობ. ბევრი საინტერესო საქმე და საკეთებელი მაქვს, მაგრამ როდესაც ჩემი რიგით მესამე ჩეხი კოლეგა ბატონი ივანე ჩხარტიშვილის ვინაობით დაინტერესდა, სიმართლე გითხრათ, კეთილი ვინებე და ჩემს მეგობარ გუგლსმივაშურე მისი დღევანდელი საქმიანობით დაინტერესებულმა. ვინაიდან ჩეხეთში ჩინური კომპანიების ბიზნეს საქმიანობა აქტუალური თემაა და ჩემმა კოლეგებმაც სწორედ ამ კონტექსტში მკითხეს ჩხარტიშვილზე, მეც „ჩხარტიშვილის ჩინურ გატაცებებს“ ჩავუღრმავდი... სწორედ მაშინ ვნახე ეს სურათიც. ფოტოზე აღბეჭდილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ს წარმომადგენლებთან 2016 წლის ივნისში.[2] საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად “კომპანია CEFC-ი საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული. მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მათ შორის ენერგეტიკის, საფინანსო და ტურიზმის სექტორში. საუბარი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებსაც შეეხო.” სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ შანხაიში საინვესტიციო ფორუმის გამართვაზე. შეხვედრას თავად კომპანია CEFC-ის ჯგუფის თავმჯდომარე იე ჟიანმინგი ესწრებოდა. ხოლო საქართველოს მხრიდან პრემიერი, მთავრობის წევრები და მხოლოდ ერთი ბიზნესმენი, სავარაუდოდ, როგორც "მიმზიდველი და წარმატებული ქართული ბიზნესის სახე და სიმბოლო" ივანე ჩხარტიშვილი.

ამ სურათს გავყევი. კიდევ ბევრი სხვა სურათი და ამბავიც ვნახე, ძირითადად ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაღებულ - მომხდარი "სამართლიანობა აღდგენილი" ბიზნესმენის ექსკლუზიური სახელისუფლებო მხარდაჭერისა და ჩინური "ინვესტიციების" შესახებ.

CEFC-ი უკვე 2 წელიწადზე მეტია მრავალი ასეული მილიონის ინვესტიციის პირობას დებს საქართველოში. ეს დაპირება ხან ზეპირია და ხშირად კი სხვადასხვა ურთერითგაგების მემორანდუმებით გაფორმებული, თუმცა რეალური შედეგი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ჯერ არნახული ინვეესტიციების შესახებ არავის უნახავს, ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის გარდა. შეგახსენებთ ბოლო ორ ყველაზე გახმარეურებულ პირობას: 1 მილიარდის ინვესტიცია საქართველოში ჩინური კომერციული ბანკის შექმნის შესახებ, რომელიც დღემდე არავის უნახავს და არც მისი რეალურად შექმნის შესაძლებლობა ჩანს თუკი CEFC-ის დღევანდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ და კიდევ უფრო ამბიციური პროექტი, რომლის შესახებაც საპარტნიორო ფონდმა და CEFC-მა წელიწადნახევრის წინ გვამცნეს - „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი", რომელიც, როგორც სახელშია მითითებული, ქვეყნის აღმშენებლობის მთავარი ბურჯი და მამოძრავებელი უნდა გამხდარიყო. ფონდი 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედებულიყო და საქართველოს საპარტნიორო ფონდმა მის საწესდებო კაპიტალში 25 მილიონი ჩარიცხა.[3]

არც ბანკი, როგორც მთავარი საინვესტიციო ინსტრუმენტი და არც აღმშენებლობის ფონდი, როგორც ქართულ-ჩინური ურთიერთობის წარმატების გენერატორი არავის უნახავს. არც იმის საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ რომ ამ თვალსაზრისით რაიმე პოზიტიური შედეგი მოსალოდნელია, თუმცა ბრჭყვიალა პრეზენტაციებისა და გაცემული დაპირებების ჩაშლის შესახებ დღეს არავინ საუბრობს. სამაგიეროდ, მთავრობის მიერ შექმნილი სასათბურე პირობებისა და ქართულ-ჩინურ ექსკლუზიური ბიზნეს ურთიერთობების წყალობით, ერთადერთი მოგებული დღეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია.

ელიტური კორუფცია საქართველოში

კორუფცია ძალიან ფართო მნიშვნელობის და უამრავი კომპონენტის მომცველი ფენომენია. ის არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება ხალათზე დაკერებული დიდი ჯიბით, რომელშიც პერიოდულად უკანონო შემოსავლები უკანონოდ ხვდება. საბოლოოდ კორუფციის შედეგი რაღა თქმა უნდა სარგებლის მიღებაა, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ განვითარების პრიმიტიულ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში ხასიათდება პირდაპირი აღებ-მიცემობით, აი, დაახლოებით ისე, იმ მთავრობის დროს რომ იყო, სადაც ბატონი ვანო ეკონომიკის მინისტრი იყო.

ცოტა უფრო განვითარებულ სისტემებში კორუფცია ფავორიტიზმით, უპირატესობის მინიჭებით, არათანაბარი, არაკონკურენტული, ან მონოპოლიური პირობების შექმნით, კანონის უზენაესობის მოსპობით, ნეპოტიზმით და კიდევ ბევრი სხვა ფორმით ვლინდება...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ