ავტორი:

დღეიდან თბილისში სამ ლოკაციაზე სიჩქარის დასაშვები ზღვარი განისაზღვრა

დღეიდან თბილისში სამ ლოკაციაზე სიჩქარის დასაშვები ზღვარი განისაზღვრა

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში დღეიდან 3 ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით ეს სექციებია:

1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. მ.გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან - ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან, მოედნიდან - ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

იხილეთ ვიდეო: 3 ლოკაცია თბილისში, სადაც დღეიდან სიჩქარის დასაშვები ზღვარი განისაზღვრა

შსს-ს ცნობით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება. დედაქალაქის მასშტაბით კი, ჯამურად, სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ