ავტორი:

თბილისში დღეს იწვიმებს - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

თბილისში დღეს იწვიმებს - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოში ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია მცირე წვიმაც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 25-27 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 20-25 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ხვალ უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 12 ოქტომბერს კი კვლავ იწვიმებს.

13 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22-24 გრადუსის ფარგლებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 14-19 გრადუსის ფარგლებში იქნება. 13 ოქტომბერს, დედაქალაქში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ტემპერატურა 17 გრადუსი იქნება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ