ავტორი:

"წლინახევრის ბავშვის ტირილი ესმოდა მთელ დაწესებულებას" - ფოტოები ისრაელის საიმიგრაციო დაწესებულებიდან

"წლინახევრის ბავშვის ტირილი ესმოდა მთელ დაწესებულებას" - ფოტოები ისრაელის საიმიგრაციო დაწესებულებიდან

ხობიდან ისრაელში მოსალოცად წასული ოთხი მოქალაქე, რომლებიც ქვეყანაში არ შეუშვეს, საქართველოში დაბრუნებამდე საიმიგრაციო დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთმა დაკავებულმა ფოტოების გადაღება მოახერხა. ინფორმაციას და ფოტომასალას newsportal.ge ავრცელებს.

სურათებზე ჩანს, რომ დაწესებულება დახურულია და ფანჯრების მაგივრად ოთახებში გისოსებია ჩასმული.

ხობელი ახალგაზრდები ჰყვებიან, რომ შენობა ციხეს ჰგავდა. ოთახებში ანტისანიტარიაა და კვირების განმავლობაში დაკავებულ ხალხს ბანაობის საშუალებაც არ ეძლევა.

„ძაღლებივით ექცევიან მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ქართველებს. დაგვცინოდნენ. ერთადერთხელ მოგვცეს დარეკვის უფლება, რომ დედასთან დამერეკა, ისიც ჩხუბის შემდეგ. არც ადვოკატი, არანაირი უფლების დაცვა, ამის საშუალებას არავინ მოგცემს იქ. წლინახევრის ბავშვის დედამ მითხრა, მესამე დღეა, აქ ვართ და როდის გაგვიშვებენ არ ვიცითო, ამ ბავშვის ტირილი ესმოდა მთელ დაწესებულებას მთელი დღე”, – აცხადებს ხობელი ახალგაზრდა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

კიდევ ერთი ხობელი ახალგაზრდა მამაკაცი ყვება, რომ იმ ოთახებში, სადაც კაცები ჰყავდათ განთავსებული, სრული ანტისანიტარია იყო, მათ შორის არ იყო არცერთ ოთახში სააბაზანო.

“ჩვენი ერთი მეგობარი ცოტა ემოციურია. ეს ადვილად შენიშნეს დაწესებულების თანამშრომლებმა, რის შემდეგაც სრული ფსიქოლოგიური სტრესი მიაღებინეს. ხან შუქს აქრობდნენ ოთახში, ხან ფსიქიურად დაავადებული შემოიყვანეს მასთან. საღამოს ჰკითხეს, გული ხომ გაქვს ჯანმრთელიო და ცალკე ოთახში გადაიყვანეს, სადაც მარტო უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად, დასცინოდნენ. მერე ეს ბიჭი ცუდად გახდა და ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. ასეთი რამ არასდროს მინახავს, საშინელებაა იქ რაც ხდება. საკვებიც კი იმდენად საშინელია, ვერც შეჭამ ნორმალურად”, – ამბობს ხობელი ახალგაზრდა.

ნახეთ მეტი ფოტო: newsportal.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ