ავტორი:

სიღნაღის მერია სიღნაღის ისტორიულ კედელზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო 12 000 ლარით დაჯარიმდა

სიღნაღის მერია სიღნაღის ისტორიულ კედელზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო 12 000 ლარით დაჯარიმდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ინსტალ პლუსი“ სიღნაღის ისტორიულ კედელზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო 12 000-12 000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათი განმარტებით, მერია და კომპანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კანონით გათვალისწინებული ნორმატივების დარღვევას ითვალისწინებს.

"დღეს უკვე ელექტრონულად გაეგზავნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი როგორც სიღნაღის მერიას, ისე შპს "ინსტალ პლუსს", რომელიც სიღნაღის გალავანზე სამუშაოებს ასრულებდა. კომპანია და მერია ცალ-ცალკე 12 000-12 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაარღვიეს 88-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კანონით გათვალისწინებული ნორმატივების დარღვევას, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოიცავდა ეროვნული კატეგორიის ძეგლის ერთ-ერთ სეგმენტზე შეუთანხმებლად განხორციელებულ ფიზიკურ სამუშაოებს. კონკრეტულად, ეს მონაკვეთი შეადგენს სიღნაღის გალავნის მცირე კარიბჭის ერთ-ერთ ფასადს, რომელიც ამ საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული არ იყო და მათ თვითნებურად განახორციელეს ნალესობის ფენის დატანა. მერია დაჯარიმდა იმ კუთხით, რომ მათ უგულებელყვეს კანონით გათვალისიწინებული ნორმა, რომ კულტურული მემკვირდრეობის ძეგლზე დაგეგმილი სამუშაოები, რომელიც აუცილებლობის წესით უნდა შეთანხმებულიყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და მის საბჭოსთან“, - განმარტეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, სიღნაღის მერიას მიეცემა 6 თვიანი ვადა, რათა მათ ახალი პროექტი შეიმუშაონ და გალავნის დაზიანებულ და სახეცვლილ მონაკვეთს პირვანდელი იერსახე დაუბრუნონ.

გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ისტორიული გალავნის ნაწილი შეღება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ