ავტორი:

"ინსტაგრამით" ბავშვებს ყიდდნენ - პოლიციამ ინდონეზიაში 4 მოქალაქე დააკავა

"ინსტაგრამით" ბავშვებს ყიდდნენ - პოლიციამ ინდონეზიაში 4 მოქალაქე დააკავა

ინდონეზიის ოთხი მოქალაქე „ინტაგრამის“ საშუალებით ბავშვების გაყიდვის საქმეზე დააკავეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრალდებულები საკუთარ გვერდზე ათავსებდნენ ორსული ქალების ულტრაბგერითი კვლევებისა და ბავშების ფოტოებს. პოტენციური მყიდველებისთვის კი მითითებული იყო ტელეფონის ნომერი, უშვილო წყვილები ბრალდებულებს WhatsApp-ით ეკონტაქტებოდნენ.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „ინსტაგრამის“ გვერდზე ბავშვებით მოვაჭრეები დარეგისტრირებული არიან როგორც საკონსულტაციო მომსახურების სამსახურის წარმომადგენლები და მომხმარებლებს ნებისმიერი ოჯახური პრობლემის მოგვარებას სთავაზობდნენ.

ფოტოებზე, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსეს, ბავშვების სახეები არ ჩანს. მითითებულია იყო მათი ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და რელიგიური მრწამსი.

ამასთან, გვერდზე განთავსებული იყო საუბრის ჩანაწერები ოპერატორებსა და კლიენტებს შორის. ერთ-ერთ მათგანში 7 თვის ორსული ქალი ამბობს, რომ არ უნდა ოჯახმა ფეხმძიმობის შესახებ შეიტყოს.

სამართალდამცველებმა, ჯერჯერობით, მხოლოდ 3 სექტემბერს გაყიდული ბავშვის საქმის გახსნა შეძლეს. 22 წლის ქალმა, რომლის ვინაობაც სოციალურ ქსელში მითითებული არ არის, 11 თვის ბავშვი გაყიდა. მყიდველს მისთვის 15 მილიონი რუპია (დაახლოებით 985 აშშ დოლარი), ბროკერისთვის - 5 მლნ რუპია, ალტონ ფინანდიტასთვის კი, რომელიც „ინსტაგრამის“ გვერდს მართავდა, 2.5 მლნ რუპია უნდა გადაეხადა.

დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ელით.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"