ავტორი:

"მშობლებს უკვე ყველაფერში გვაჯობა" - პატარა ვარსკვლავი ნიაკო ნოზაძე, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს

"მშობლებს უკვე ყველაფერში გვაჯობა" - პატარა ვარსკვლავი ნიაკო ნოზაძე, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს

ირაკლი ნოზაძის და ია დუდაშვილის ქალიშვილი ნია სოციალური ქსელის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. მშობლები უსაყვარლესი ნიაკოს ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ, რომელთაც ათი ათასობით მოწონება და ნახვა აქვს, ერთ სახალისო ვიდეოს კი, რომელზეც ასახულია, როგორ მიირთმევს ნიაკო ორ ცალ ხინკალს, 3 მილიონი ნახვა დაუგროვდა. პატარა ინტერნეტვარსკვლავის შესახებ მისი დედა, ია დუდაშვილი გვესაუბრა.

- გიფიქრიათ ოდესმე, რომ ნიაკო ინტერნეტვარსკვლავი გახდებოდა? რამ მოუტანა ეს პოპულარობა?

- ამაზე არ მიფიქრია და ალბათ შეუძლებელია ამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა. თავისთავად მოხდა ყველაფერი. ჩემი პირადი გვერდიდან ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებსაც მილიონობით ნახვა ქონდა სხვადასხვა გვერდზე. პოპულარობა ალბათ იმან მოუტანა, რომ ძალიან უშუალო და პოზიტიურია.

- რას ფიქრობთ მის პოპულარობაზე, რა გავლენას მოახდენს ეს მის მომავალ ცხოვრებაზე?

- ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამდენ ადამიანს უყვარს და სითბოს გამოხატავენ მის მიმართ. მომავალშიც ალბათ ბევრ რამეში დაეხმარება, მაგრამ გარდა ამისა, აუცილებლად მიზანდასახული და მებრძოლი გაიზრდება, ანუ ბევრს თავისითაც მიაღწევს. პრინციპში უკვე მიაღწია კიდეც და მშობლებს უკვე ყველაფერში გვაჯობა.

ნახეთ ვიდეო, რომელმაც 3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა

- მამიკო როგორ უყურებს ნიაკოს პოპულარობას?

- მამიკო, რა თქმა უნდა, სიამაყით უყურებს ამ ყველაფერს და ცდილობს ყველაფერში ხელი შეუწყოს.

- ზოგჯერ უარყოფით, კრიტიკულ კომენტარებსაც წერენ. როცა საქმე ბავშვს ეხება, რა რეაქცია გაქვთ ამ დროს?

- ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია. საბედნიეროდ, ძალიან იშვიათად იწერება ჩვენს გვერდზე კრიტიკული კომენტარები, მაგრამ ამის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია, მით უმეტეს საქართველოში. განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს