ავტორი:

ულამაზესი უკრაინელი ძიუდოისტი, რომელსაც საქართველო მოქალაქეობას სთავაზობდა

ულამაზესი უკრაინელი ძიუდოისტი, რომელსაც საქართველო მოქალაქეობას სთავაზობდა

17 ოქტომბერს 18 წლის უკრაინელმა ძიუდოისტმა დარია ბილოდიდმა ბაჰამის კუნძულებზე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ბილოდიდმა ფინალამდე დამაჯერებლად მიაღწია, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ იოშიდა სანოს სძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს ბელოდედმა მსოფლიოს ჩემპიონატი დიდებშიც მოიგო და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

დარია თავის წონაში (-48) გამორჩეულია, პარიზის გრანპრიზე პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 2017 წელს ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავის წონაში კონტინენტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული მოიპოვა.

ძიუდოს პარალელურად, გოგონას დასვენება და ფოტოსესიებიც უყვარს, რადგან მისი "ინსტაგრამის" გვერდზე სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ უამრავ ფოტოს ნახავთ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელ გოგონას ადრე მოქალაქეობის შეცვლას სთავაზობდნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, ერთ-ერთი მსურველი ქვეყანა საქართველო იყო.

"ძიუდომდე ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. ჩემი მშობლები ოცნებობდნენ, რომ ტანმოვარჯიშე გამოვსულიყავი. ისინი ძიუდოს წინააღმდეგი იყვნენ, რადგან თავად ძიუდოისტებმა იციან ეს და რადგან ეს ქალური სპორტის სახეობა არ არის. როცა ტანვარჯიშზე დავდიოდი, სამი წლის ვიყავი, ხოლო ძიუდოზე 6 წლის ასაკში შევედი წაიკითხეთ ვრცლად sportall.ge-ზე

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს