ავტორი:

"თქვენი გონება ყოველთვის მუშაობს და არავინ იცის, როდის მოგაწვდით მაგარ იდეას!" - როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები?

"თქვენი გონება ყოველთვის მუშაობს და არავინ იცის, როდის მოგაწვდით მაგარ იდეას!" - როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები?

მაღვიძარა ამ კვირაში უკვე მეექვსედ რეკავს, უკვე მეექვსედ ავდექით დილის შვიდ საათზე და იმის შეგრძნება დაგვყვა, რომ დღეს რაიმე განსაკუთრებული სამოსის შერჩევის სურვილიც კი აღარ გვაქვს.

via GIPHY

ფიქრებში უკვე საღამოს რვა საათია, ჩვენ ჩვენს საყვარელ საწოლს ვუბრუნდებით... მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრებში, სინამდვილეში კი წინ სულ მცირე 8-საათიანი სამუშაო დღე გველის, ახალი დავალებებით, ახალი გამოწვევებით, ახალი წინააღმდეგობებითა და ერთი მთავარი კითხვით - როგორ დავრჩეთ კრეატიულები, დავიბრუნოთ მუშაობის მოტივაცია და ვიყოთ ნაყოფიერები იმის ნაცვლად, რომ მთელი დღე საინტერესო ფილმსა და თბილ საწოლზე ვიფიქროთ?

via GIPHY

ამ და სხვა კითხვებით მიმართა Allnews.ge-მ ტრენერს კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში, კოტე იანტბელიძეს.

- როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები სამუშაო პროცესში?

- სამუშაოს და მის პროცესს გააჩნია. თუ გვინდა, რომ კრეატიულები გავხდეთ სამუშაო პროცესში, ეს უნდა გვინდოდეს სამუშაო პროცესის შემდეგაც და მანამდეც, ანუ მუდმივად. ეს რომ გვინდოდეს მუდმივად, მაშინ ჩვენი საქმე უნდა გვიყვარდეს და გვსიამოვნებდეს.

თუ გონებას ვაძლევთ კრეატიულ ამოცანას, ის აუცილებლად მოგვაწვდის უამრავ სავარაუდო პასუხს და აზრს. საჭიროა ამ აზრების სათანადოდ მოსმენა, მიუხედავად იმისა, სამუშაო საათებში ხართ თუ არა. გონებას არ აქვს სამუშაო საათები, ის ყოველთვის მუშაობს და როდის მოგაწვდით მაგარ იდეას, არავინ იცის... ეს შეიძლება იყოს ძილი, შუაღამე, აბაზანა, საცობი, მაღაზია და ა.შ. გაელვებული იდეა რომ შეამჩნიოთ და არ გამოგეპაროთ, საჭიროა განწყობა. როდესაც განწყობილი ხარ, რომ შეამჩნიო იდეა, მინიშნება, უხილავი კავშირები, ახალი იდეები აუცილებლად ჩნდება.

- რა ძირითადი პირობები უნდა ჰქონდეს თანამშრომელს შექმნილი დამსაქმებლის მხრიდან კრეატიულად და ნაყოფიერად მუშაობისთვის?

- ისევ და ისევ სამუშაოს გააჩნია. კრეატიულად და ნაყოფიერად მუშაობისთვის ნამდვილად საჭიროა კარგი პირობები. კარგი პირობაა, მაგალითად, გონივრული დროის გამოყოფა იდეის მოსაფიქრებლად. როგორც წეღან ვთქვი, გონებას სჭირდება დრო, რომ ეძებოს ახალი რაკურსებით, გააკეთოს ბევრნაირი დაშვება, მოსინჯოს ბევრი კომბინაცია და ა.შ.

კარგი პირობაა ასევე, კარგი გუნდი. ვგულისხმობ გუნდს და არა ჯგუფს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგ გუნდში იციან, რომ სულელური იდეა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაუმუშავებელი იდეა. ამიტომ ასეთი გუნდი ყოველთვის ძალიან გახსნილია ერთმანეთთან, ინფორმაციულია, შეთამაშებულია და მათ თათბირზე, რომელიც ბევრად არ განსხვავდება მეგობრული შეკრებისგან, კარგი იდეებიც ჩნდება. ასეთ თათბირზე ერთ შემთხვევით დამსწრესაც კი შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს.

- მითია თუ რეალობა, რომ კრეატიულ აზროვნებას ნიჭი სჭირდება და ყველა ადამიანი ვერ იაზროვნებს კრეატიულად?

- ეგ მითი დიდი ხანია დაინგრა. ყველა ადამიანი კრეატიულია, აბსოლუტურად ყველა! დანარჩენი უკვე ადამიანზე, მის მოტივაციაზე, სურვილზე, შრომაზე და ა.შ. არის დამოკიდებული წაიკითხეთ მეტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ