ავტორი:

რა ჭირს ლარს და რაშია გამოსავალი? - ეკონომისტის მოსაზრება

რა ჭირს ლარს და რაშია გამოსავალი? - ეკონომისტის მოსაზრება

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გაუფასურების მიზეზებზე წერს. ეკონომისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ვისაც აინტერესებს შედარებით ვრცლად, რა ჭირს ლარს (უკვე მერამდენედ) და რაშია გამოსავალი:

სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის ფასი. მომხმარებლები რა ფასად რამდენს მოითხოვენ და მიმწოდებლები რა ფასად რამდენის მიწოდებისთვის არიან მზად. მასზე მოკლევადიან და გრძელვადიან გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი. აქვე უნდა აღვნიშნოთ მთავარი - ის, რომ 1.65-დან მოვედით აქამდე 6 წლის მანძილზე პირდაპირ მიუთითებს იმისკენ, რომ გვაქვს არაპროფესიონალი, სუსტი და მავნებელი სამთავრობო პოლიტიკა და ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ტექნიკური მიზეზები უფროა, საიდანაც თითქმის ყოველი პუნქტი პირდაპირ მთავრობის პასუხისმგებლობაა:

1) დოლარის შემოდინება და გადინება ქვეყანაში:

თანაბარ პირობებში, რაც მეტი დოლარი შემოდის, მით მეტად მყარდება ლარი. განვიხილოთ დოლარის შემოსვლის წყაროები ცალ-ცალკე:

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მოცემული რიცხვის ფარდობა ეკონომიკასთან მიმართებაში ბოლო წლებია საშუალოდ 11%-ის ფარგლებშია (რაც ძალიან დაბალია). 2018 წლის ორი კვარტლის საშუალო კი 8.6%-ია. კიდევ უფრო დაბალი. როგორც ჩანს, იგივე ტენდენციაა მესამე კვარტალშიც;

- ექსპორტი. რაც მეტია ექსპორტი, მით მეტი დოლარი შემოდის ქვეყანაში. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ერთია რამდენია ექსპორტი და მეორეა რამდენით იზრდება ექსპორტი. ომს თუ არ ჩავთვლით, ექსპორტი დაახლოებით 27-28%-ით იზრდებოდა. შემდეგ, 2014 წლიდან არა თუ ზრდის ტემპის, არამედ თვითონ ექსპორტის მკვეთრი შემცირება დაიწყო, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო ლარის კურსის გაუფასურების. 2017 წელს ექსპორტი გაიზარდა 29%-ით, მაგრამ ის 2013 წლის რიცხვსაც ვერ დაეწია ამ ზრდით. 2018 წლის სამ კვარტალშიც მაღალია ზრდა 26%, თუმცა სექტემბერში ეს ტემპი 17%-ზეა დაცემული. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კურსზე მოქმედებს ვერ ეწევა გამოწვევას. ვინმემ რომ არ თქვას, კი მაგრამ ხომ იზრდება ექსპორტი და ეს კარგიაო, უნდა ავხსნათ, რომ ეს მიდგომა მცდარია. მთავარია სწორედ რამდენით იზრდება. საბჭოთა ეკონომიკაც იზრდებოდა, მაგრამ დასავლეთთან შედარებით წუმპე იყო;

- ტურიზმიდან შემოსული ფულადი ნაკადები. მოცემული რიცხვი ლარის გამყარების პერიოდში იზრდებოდა საშუალოდ 64%-ით. 2013 წელს ზრდა ჩამოვიდა 23%-მდე, 2014 წელს 4%-მდე, 2015 წელს 3%-მდე. 2016 წელს 12% იყო ზრდა, ხოლო 2017 წელს 30%;

2018 წლის პირველ ორ კვარტალში ტურიზმიდან წმინდა ფულადი ნაკადები ასევე დაახლოებით 30%-ით იზრდებოდა. როგორც ჩანს, ეს ზრდა კვლავ არაა საკმარისი იმისთვის, რომ არათუ ლარი გაამყაროს, არამედ გაუფასურება შეაჩეროს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონის დამთავრებამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ლარის კურსზე განაგრძეთ კითხვა

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს