ავტორი:

წამებით მოკლული ხაშოგის საცოლეს პოლიცია მუდმივად, 24 საათის განმავლობაში დაიცავს

წამებით მოკლული ხაშოგის საცოლეს პოლიცია მუდმივად, 24 საათის განმავლობაში დაიცავს

სტამბოლის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საცოლეს პოლიცია მუდმივად, 24 საათის განმავლობაში დაიცავს, ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ხაშოგი ბოლოს 2 ოქტომბერს სტამბოლში ნახეს, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლამდე. ხელისუფლება 19 დღის განმავლობაში უარყოფდა ჟურნალისტის სიკვდილს, თუმცა პრინც მოჰამედ ბინ სალმანის მთავრობის წევრებმა 2 დღის წინ აღიარეს, რომ ხაშოგი საკონსულოში ფიზიკური დაპირისპირების დროს გარდაიცვალა.

ჟურნალისტის საცოლე ჰატიჩე ჩენგიზი სტამბოლში დოქტურანტურაზე სწავლობს.

ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საუდის არაბეთის საკონსულოსთან საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დგანან. მათთვის კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

2 ოქტომბერს, ხაშოგის გაუჩინარებამდე სტამბოლში 15 საუდელი ჩავიდა, მათ შორის - რამდენიმე თანამდებობის პირიც იყო. თხუთმეტივე მათგანი საკონსულოს შენობაში მაშინ შევიდა, როდესაც ჟურნალისტი ჯერ კიდევ შენობაში იყო. მოგვიანებით მათ თურქეთი დატოვეს.

თურქი გამომძიებლები ამბობენ, რომ მათ აქვთ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ხაშოგი საუდელმა აგენტებმა საკონსულოს შენობაში მოკლეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხაშოგი საუდის არაბეთიდან სპეციალურად ჩასულმა გუნდმა ცოცხლად დაანაწევრა. ვიდრე ჟურნალისტი ყვიროდა და შველას ითხოვდა, ისინი ყურსასმენებით მუსიკას უსმენდნენ. მისი წამებით მკვლელობას ხელმძღვანელობდა აუტოფსიის სპეციალისტი მუჰამად ალ-ტუბაიქი.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და 15 ჩანთაში გადაანაწილეს, მოგვიანებით კი მჟავით დაშალეს.

საკუთარი წამება და სიკვდილი, სავარაუდოდ, ხაშოგიმ „ეფლის“ საათით ჩაიწერა. The Sun-ის ინფორმაციით, თურქულმა პროსახელისუფლებო გაზეთმა დაწერა, რომ სამართალდამცველებს 59 წლის ჟურნალისტის ცხოვრების ბოლო წუთების ამსახველი ვიდეომასალა აქვთ.

გამოცემა Sabah ამტკიცებს, რომ პოლიციამ საათის ჩანაწერი, რომელიც ხაშოგის iCloud-ზე აიტვირთა, „აიფონიდან“ ამოიღო. ტელეფონი ჟურნალისტმა საკონსულოში შესვლამდე საცოლესთან დატოვა.

მომხდარის დაკავებულია 18 ადამიანი, მათ შორის - 15 საუდელი, რომელიც თურქეთში, ქვეყნის საკონსულოში ჟურნალისტთან შესახვედრად გაემგზავრა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს 5 ოფიციალური პირი. დაკავებულების ვინაობა ცნობილი არ არის.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"