ავტორი:

რეალურად, რა ჯდება 310 კვ.მ ფართობის სამსართულიანი სახლის აშენება?

რეალურად, რა ჯდება 310 კვ.მ ფართობის სამსართულიანი სახლის აშენება?

შესაძლებელია თუ არა 37 200 დოლარად 310 კვადრატული მეტრი ფართობის 3-სართულიანი სახლის აშენება? - ეს კითხვა, "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის სახლმა გააჩინა, რომელიც თბილისში, ქოშიგორას მთაზე მდებარეობს.

აღნიშნული კითხვა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო ინტერვიუს დროსაც დაუსვეს. თუმცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შესაბამისი გაანგარიშებას თუ დავეყრდნობით, აღნიშნული სახლის აშენებას 37 ათასი დოლარიც კი არ სჭირდება.

სახლის მშენებლობის ღირებულების საკითხზე თავად სესიაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა და იმის დასადასტურებლად, რომ 310 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებლის ე.წ შავი კარკასის აშენებას დასრულებული ფასადით უფრო მეტი არ დაჯდებოდა, განმარტა, რომ 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე განთავსებული სახლი, რომლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, "ბეტონისა და ბლოკის გამოყენებით, ყველაზე იაფიანი სამშენებლო მასალით" არის აშენებული, აქვს 50-თეთრიანი აგურით გაკეთებული ზოლი და მოპირკეთებულია ჩვეულებრივი ბრიზგით".

პარლამენტარის თქმით, ამ პროექტის მქონე სახლის შავი კარკასის აშენება, 50-70 დოლარი ჯდება, სახლის აშენება დასრულებული ფასადით კი - 120-140 დოლარი.

Allnews.ge დაინტერესდა აღნიშნული სახლის პროექტით. თბილისის მერიაში მშენებლობის უფლების მოპოვების მიზნით შეტანილ დოკუმენტში ვკითხულობთ:

"პროექტი შედგება სამი სართულისაგან, პირველ სართულზე განაწილებული იქნება, ტამბური, კაბინეტი, საბუხრე ადგილი, აბაზანა, სამზარეულო, სასადილო, ღვინის კუთხე და მათთან დამაკავშირებელი დერეფანი, მეორე სართულზე მოხვედრა შესაძლებელია კაპიტალური რკინა ბეტონის კიბით, მეორე სათულზე განაწილდება საძინებელი ოთახები დამოუკიდებელი გარდერობებითა და სველი წერტილებით, ხოლო მესამე სართულზე მოეწყობა ერთი საძინებელი ოთახი, მინი სამზარეულო და საბუხრე ოთახი. დანარჩენი ფართი განაწილებული იქნება დიდი ვერანდისთვის.

საპროექტო შენობა მონოლითური კარკასისაა, ლენტური საძირკვლით, სართულშუა გადახურვად გამოყენებული იქნება რკინა ბეტონის ფილა. ასევე სახურავადაც გამოყენებულია რკინა ბეტონის ფილა დამუშავებული ცეცხლგამძლე და წყალგამძლე მასალით. შემავსებლად გამოყენებული იქნება სამშენებლო ბლოკი. რომელიც შეილესება და შეიღებება ღია სერ ფრად. დეკორატიული გაფორმების მიზნით, მოპირკეთდება ბუნებრივი აგურის ფაქტურით, კარ-ფანჯარა იქნება მუქი ფერის მეტალოპლასტმასის მასალა, მოაჯირები მოეწყობა ლითონის შეღებილი ღია ყავისფრად. ასევე შენობის უკანა მხარეს მოეწყობა მზის ბატარეები".

Allnews.ge იმ კომპანიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც სესიაშვილის სახლი დააპროექტა.

"რთული პროექტი ნამდვილად არ არის, უბრალოდ მოცულობით არის დიდი, თორე უფრო რთული პროექტებიც გაგვიკეთებია და ვაკეთებთ კიდეც. მე პირადად მაგ პროექტით არ ვარ მოხიბლული, მაგ მოცულობაში უკეთესის გაკეთება შეიძლებოდა"- თქვა შპს "არქ დიზაინ გრუპის" დირექტორმა ლევან კვეტენაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული სახლის ასაშენებლად 37 ათასი დოლარი სრულიად ადეკვატური ფასია განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ