ავტორი:

მეცნიერების სენსაციური მიგნება და ქართველი ქალი, რომელიც სიბერის შენელებაზე მუშაობს

მეცნიერების სენსაციური მიგნება და ქართველი ქალი, რომელიც სიბერის შენელებაზე მუშაობს

მეცნიერებმა სიბერის დამუხრუჭებისა და სიცოცხლის ქმედუნარიანი წლების გახანგრძლივების გზას მიაგნეს. მკვლევართა შორის, რომლებიც ამ საკითხზე 15 წლის განმავლობაში მუშაობენ, ქართველი მეცნიერი თამარ ჭყონიაც არის, რომელსაც Allnews.ge კვლევასთან დაკავშირებული დეტალების გასაგებად და იმის გასარკვევად დაუკავშირდა მართლა შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის გახანგრძლივება.

თამარ ჭყონია მეიოს კლინიკაში კოგოდის სახელობის სიბერის ცენტრში უკვე 11 წელია მუშაობს და მონაწილეობს კვლევაში, რომლის მთავარი საგანი სიბერის იმ მექანიზმების შესწავლაა, რომლებიც წინ უსწრებს და განაპირობებს დაბერების პროცესს.

"არის მთელი რიგი კვლევები რომლებმაც აჩვენეს, რომ უჯრედულ დონეზე მიმდინარე დაბერების პროცესების ან მექანიზმების მანიპულირება შეიძლება, რათა დავამუხრუჭოთ, შევაჩეროთ ეს პროცესები და გავახანგრძლივოთ არა მარტო სიცოცხლე, რაც იყო კიდეც სიბერის კვლევის მიზანი, არამედ ის პერიოდი, როდესაც ადამიანი არის უფრო ქმედითუნარიანი და ჯანსაღი, ანუ შევზღუდოთ ის პერიოდი რომლის ატრიბუტები არის მრავალი ქრონიკული დაავადება, ასაკობრივი დაძაბუნება და დამოუკიდებლობის დაკარგვა. მართალია მეცნიერების პროგრესმა გაზარდა საერთოდ კაცობრიობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ ამ გახანგრძლივებულ სიცოცხლეს თან ახლავს მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, რომელთა მენეჯმენტი მეცნიერებამ შეძლო, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ამ მიმართულებით კვლევა უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ მოვახერხეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მენეჯმენტი, აღვკვეთეთ მთელი რიგი ინფექციური დაავადებები, მაგრამ ამჯერად კვლევის მიზანი არის ის, რომ გავახანგრძლივოთ პერიოდი, სანამ ადამიანს ამ დაავადებების პირველი შეტევა ექნება",- განმარტა თამარ ჭყონიამ.

რა გზას მიაგნეს მკვლევარებმა სიბერის დამუხრუჭებისა და სიცოცხლის ქმედუნარიანი წლების გახანგრძლივებისთვის?

მოკლედ რომ ვთქვათ, მკვლევარებმა ე.წ სინესენტური უჯრედების ელიმინაციის საშუალებას მიაგნეს.

რა არის ე.წ სინესენტური უჯრედები და რატომ არის საჭირო ორგანიზმის მათგან გათავისუფლება?

"სინესენტური უჯრედები არის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმში სხვადასხვა სტრესის საპასუხოდ ჩნდება. თუ უჯრედი დაზიანდა ონკოგენური სტრესით, დნმ-ის დამაზიანებელი აგენტებით ან სხვა მიზეზით, უჯრედი ან იღუპება, ან გადადის ე.წ სინესენტურ მდგომარეობაში. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ