ავტორი:

ქუთაისი-ვარშავას რეისი ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო ბუქარესტის აეროპორტში დაეშვა

ქუთაისი-ვარშავას რეისი ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო ბუქარესტის აეროპორტში დაეშვა

ავიაკომპანია "WizzAir"-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალური დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი ბორტზე ბომბის შესახებ არსებული ინფორმაცია გახდა. აღნიშნულის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუმინულ ტელეარხ "Digi-24"-ზე დაყრდნობით იუწყება.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი დაეშვა, სამართალდამცველები მის ბორტზე ბომბს ეძებენ, მათ შორის მგზავრების ბარგშიც. ლაინერის ბორტზე 173 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანის ევაკუაცია განხორციელდა.

რუმინეთის ინფორმაციის სამსახურის ცნობით, აეროპორტში კრიზისული საბჭო შეიქმნა. ადგილზე მივიდნენ სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები, ასევე გამნაღმველები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპრტში შევიდა.

VIDEO: კადრები ბუქარესტის აეროპორტიდან, სადაც ქუთაისი-ვარშავას რეისი ექსტრემალურად დაეშვა - გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ბომბს ეძებენ

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"