ავტორი:

რას ჰყვება ქალი, რომლის შვილის გატაცების საქმეშიც, 14 წლის წინ სავარუდოდ, იაგო ნებიერიძე ფიგურირებდა

რას ჰყვება ქალი, რომლის შვილის გატაცების საქმეშიც, 14 წლის წინ სავარუდოდ, იაგო ნებიერიძე ფიგურირებდა

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 14 წლის წინ, სხვა ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მისთვის გამოძიებას ბრალი არ წაუყენებია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედა, ხათუნა ბერძნიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, დაკავებული ი.ნ. მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა.

"ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11-წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა. თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე" - აცხადებს ხათუნა ბერძნიშვილი.

იაგო ნებიერიძე წლების წინ სახალხო დამცველის ანგარიშშიც იყო მოხსენიებული. მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართავდა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. ამის შესახებ ინფორმაცია 2004 წელს მედიაშიც გავრცელდა სახალხო დამცველის ოფისზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, გორში 25 ოქტომბერს, შუადღისას გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ნახეს, მდინარე ლიახვის ნაპირას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში, ცხელ კვალზე დააკავა. ცოტა ხნის წინ უწყებამ დაკავების კადრებიც გაავრცელა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ნასამართლევია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს