ავტორი:

"ნაცების" დაბრუნება უაღრესად საშიშია..." - ირმა სოხაძის განცხადება და პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"ნაცების" დაბრუნება უაღრესად საშიშია..." - ირმა სოხაძის განცხადება და პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

მომღერალმა ირმა სოხაძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "პირველების" ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით უსუფაშვილს უჭერს მხარს:

"მე პირადად, პასუხისმგებლობას არ ვიღებ, რომ მივცე ხმა ქალბატონ სალომეს, იმიტომ კი არა, რომ პიროვნულად არ მომწონს... არ ვაძლევ ხმას იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მისი გამონათქვამი მიუღებელია, ბევრი რამ რაც გამოამჟღავნა ამ პერიოდში... მისი ქედმაღლობა, მისი ზემოდან ყურება, ის რომ უკვე პრეზიდენტია და უკვე ინაუგურაციას ატარებს... არის რაღაცეები, რომ მაქვს უფლება არ მომეწონოს და არ მივცე ხმა...

...ხომ მაქვს უფლება ვთქვა ვის ვაძლევ ხმას? ძალიან მომწყინდა ეს თავსმოხვეული ბიპოლარული საზოგადოება, რომ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", რომ თუ არ მივცემთ ხმას "ოცნებას" მოვა ეს საშინელი "ნაციონალური მოძრაობა", დაგვხოცავს, დაგვიჭერს და ა.შ. რაც ახლოსაა რეალურთან, იმიტომ რომ რევანშის სუნი ტრიალებს ჰაერში... უკვე არის მუქარა... ჯერ არავითარი ძალაუფლება არ აქვთ და ითვლიან, იმახსოვრებენ და „ჩარეცხვით“ ემუქრებიან ისევ. ეს საშინელი დეჟავუა.

იხილეთ ვიდეო: "სასაცილო ხარ... "არანჟევოე ნებოზე" ძაან გაიყიდე" - დაპირისპირება ირმა სოხაძესა და თაკო ჩარკვიანს შორის

ამიტომ მე სერიოზულად შეგნებულად ვაკეთებ არჩევანს - მე დავით უსუფაშვილს ვაძლევ ხმას. ბატონმა დავითმა რომელიღაც ეთერში თქვა, რომ ეს არჩევნები არ არის მთავარი, მთავარია 2020 წლის არჩევნები და იქნებ მანამდე მომწიფდეს ჩვენი საზოგადოება და არ დაიჯეროს რასაც ეტყვის "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომ მარტო ისინი არიან დედამიწის ზურგზე..." - განაცხადა სოხაძემ გადაცემაში.

მომღერლის აღნიშნული კომენტარი ფეისბუქზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, უსუფაშვილის მეუღლე თინა ხიდაშელმაც კი გააზიარა მინაწერით - "მომღერალმა ირმა სოხაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით უსუფაშვილს უჭერს მხარს", რასაც მოწონება და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ხიდაშელის პოსტის კომენტარებში. თუმცა, სოხაძის პოზიცია დროებითი აღმოჩნდა - გადაცემიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მომღერალმა გადაწყვეტილება შეცვალა და ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"მე გადაცემაში დავასახელე, სხვა ნეიტრალური, ღირსეული, ჩემი რჩეული კანდიდატი, მაგრამ ვფიქრობ, ვალდებული ვარ პატიება ვთხოვო, შევცვალო გადაწყვეტილება და ხმა მივცე ერთადერთ კანდიდატს, ვისაც რეალურად შესწევს ძალა "ნაცების" დამარცხებისა - სალომე ზურაბიშვილს" - წერდა პოსტში სოხაძე, თუმცა, მას შემდეგ რაც პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მომღერალმა პოსტი წაშალა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს