ავტორი:

როგორ გამოვიდა ციხიდან 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც 18 წელი ჰქონდა მისჯილი?

როგორ გამოვიდა ციხიდან 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც 18 წელი ჰქონდა მისჯილი?

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, ნებიერიძე საბრალდებო სკამზე მესამედ აღმოჩნდა და მისი კრიმინალური წარსული მძიმე დანაშაულებებისგან შედგება. kvirispalitra.ge-მ გაარკვია, რა დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს და რის საფუძველზე გათავისუფლდა 9 წელიწადში პატიმარი, რომელსაც 18 წელი ჰქონდა მისჯილი.

სანდო წყარო იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც იაგო ნებიერიძემ სასჯელი თანხის ანგარებით გამოძალვის მუხლით მოიხადა, მეორედ 2008 წელს დააპატიმრეს. სასამართლომ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით არაერთგზის ჩადენილი ძარცვა-ყაჩაღობისთვის მას 18 წელი შეუფარდა (ბრალდებულს ჰყავდა 17-მდე დაზარალებული, რომელთაგან ნებიერიძემ ზოგს ტელეფონი წაართვა, ზოგს - სამკაული და ა.შ.). ნებიერიძის მიერ ჩადენილი ძარცვა-ყაჩაღობის ეპიზოდები ხდებოდა როგორც გორის, ასევე თბილისის მასშტაბით.

სასამართლომ ყველა ეს საქმე შეკრიბა და ბრალდებული ერთიანად გაასამართლა.

ოფიციალურად დადასტურებულია, რომ: "გორის მცხოვრები 26 წლის იაგო ნებიერიძე მეორედ 2008 წელს დააკავეს, 2009-ში მას სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით (178-ე და 179-ე მუხლებით) 18 წელი მიუსაჯეს, 2013 წელს მას ამნისტიით სასჯელის მეოთხედი მოაკლდა და სააპელაციომ შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე 10 წელი დაუტოვა... წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს