ავტორი:

მეგან მარკლის ყველაზე "პრინცესული" კაბა

მეგან მარკლის ყველაზე "პრინცესული" კაბა

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის გარეგნობა და სტილი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამჯერად პრინც ჰარის მეუღლის ჩაცმულობა დასავლურმა მედიამ ერთხმად აღიარა საუკეთესოდ. ორსული მეგანი, რომელიც მეუღლესთან ერთად პირველ სამეფო ტურნეშია, სიდნეიში გამართულ ავსტრალიის გეოგრაფიული საზოგადოების დაჯილდოვებაზე, ოსკარ დე ლა რენტას ზღაპრული კაბით გამოცხადდა.

"ტულის კაბა, რომელზეც შავი თოლიები იყო გამოკვეთილი, ნამდვილად დისნეის პრინცესას ჩაცმულობას მოგაგონებთ. ჩიტები იმდენად ლამაზად იყო გადანაწილებული კაბაზე, რომ ქმნიდა ასოციაციას, თითქოს ჰერცოგინიას ყელიდან გასაფრენად ემზადებოდნენ" - წერს harpersbazaar.com.

მეგანის კაბა ოსკარ დე ლა რენტას 2018 წლის საშემოდგომო კოლექციიდანაა და მისი ღირებულება 5 000 გირვანქა სტერლინგია. ჰერცოგინიამ სამოსს შედარებით ნაკლებადღირებული ფეხსაცმელი შეუხამა - Aquazzura-ს საზაფხულო ფეხსაცმელი სულ რაღაც 700 დოლარი ღირს.

სამეფო წყვილი უკვე ათი დღეა ტურნეს მართავს. ავსტრალიაში ჩასვლისთანავე გავრცელდა ჭორი, რომ მეგან მარკლი ორსულადაა - თვითმფრინავიდან გადმოსული ჰერცოგინია მუცელს იისფერი საქაღალდით მალავდა, რამაც მისი ორსულობის შესახებ ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა. სულ მალე კი ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც მარკლის ფეხმშიმობა დადასტურებული იყო. წყვილი შვილს 2019 წლის გაზაფხულზე ელოდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება