ავტორი:

მიგრანტების ქარავანი აშშ-ს უახლოვდება, ტრამპი საზღვარზე 5 000 ჯარისკაცს დაახვედრებს

მიგრანტების ქარავანი აშშ-ს უახლოვდება, ტრამპი საზღვარზე 5 000 ჯარისკაცს დაახვედრებს

აშშ მექსიკის საზღვარზე 5 ათას ჯარისკაცს გაგზავნის. „ნიუ იორკ პოსტის“ ინფორმაციით, ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტების ქარავანი აშშ-ს უახლოვდება, კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილება პენტაგონმა სწორედ ამიტომ მიიღო.

ჯარი გაიგზავნება ტეხასში, არიზონასა და კალიფორნიაში. ჯარი აშშ-ს 10 სამხედრო ბაზაზე გადანაწილდება. მობილიზაცია, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

ტეხასში 1800, არიზონაში 1700, კალიფორნიაში კი 1500 ჯარისკაცია გაგზავნილი. კონტიგენტი იმაზე დიდია, ვიდრე სირიასა და ერაყშია წარმოდგენილი.

მიგრანტების ქარავანი საზღვრიდან 1600 კმ-ში იმყოფება, მათი რაოდენობა 4 ათას ადამიანამდეა, თუმცა გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად 7 200 ადამიანი მიემგზავრება.

მიგრანტების ნაწილი მექსიკაში დარჩა, ნაწილმა კი მიიღო მთავრობის შეთავაზება, სახლში დაბრუნებულიყო.

BBC-ს ინფორმაციით, მიგრანტების უმეტესობა მშობელია, მცირეწლოვანი შვილებით, რომლებიც ფიქრობენ, შეძლებენ თავი დააღწიონ სამშობლოში არსებულ ძალადობას და ცხოვრების რთულ პირობებს.

ხალხის ნაკადი მუდმივად იზრდება, დამკვირვებლები მიგრაციის ტალღას „ხალხის მდინარეს“ უწოდებენ.

ჯგუფმა ჰონდურასის ქალაქი სან პედრო სულა 13 ოქტომბერს დატოვა, ქალაქის ფაქტიური მმართველები კრიმინალური დაჯგუფებები არიან. მიგრანტებს იმედი აქვთ, აშშ-ში შესვლას შეძლებენ, სადაც ახალ ცხოვრებას დაიწყებენ.

აშშ-ს პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ნაკადის შეშვებას ქვეყანაში არ დაუშვებს. „ტვიტერზე“ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მიგრანტების ჯგუფებში „კრიმინალები და შუა აღმოსავლეთის უცნობი მცხოვრებლები არიან შერეული“, თუმცა არანაირი მტკიცებულება პრეზიდენტს პოსტისთვის არ დაურთავს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"