ავტორი:

"მთელი დღე ტიროდა და საქართველოში წაყვანას მთხოვდა" - 5 წლის ემიგრანტი ბიჭუნა, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს

"მთელი დღე ტიროდა და საქართველოში წაყვანას მთხოვდა" - 5 წლის ემიგრანტი ბიჭუნა, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პატარა ბიჭუნა გულაჩუყებული ტირის და ამბობს, რომ საქართველოში უნდა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრ ადამიანს აუჩუყდა გული, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც სკეპტიკურად შეხვდა ამ ფაქტს. ვიდეო საფრანგეთშია გადაღებული. 5 წლის ტაო გურგენიძე, სწორედ აქ დაიბადა. ამის მიუხედავად პატარა ქართველს ძალიან უყვარს სამშობლო. როგორც ტაოს მამამ, დაჩი გურგენიძემ გვითხრა, ის და მისი მეუღლე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილებს სამშობლოს სიყვარული ჩაუნერგონ.

- უკვე 14 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. ეს ცოტა დრო ნამდვილად არ არის ემიგრანტისთვის... ჩემი მეუღლე 2012 წელს ჩამოვიდა საფრანგეთში და აქ შევუღლდით. ტაო ჩვენი პირველი შვილია, რომელიც 2013 წლის გვეყოლა პარიზში. ტაო წელს პირველად იყო საქართველოში. სამწუხაროდ, აქამდე ჩასვლა ვერ მოვახერხეთ. ის ვიდეო, რომელსაც უამრავი ნახვა და გაზიარება ჰქონდა, საქართველოდან პარიზში დაბრუნების შემდეგ, ერთ საათშია გადაღებული. სამწუხაროდ, მე და ტაო სამშობლოში მხოლოდ ორი კვირით ვიყავით. დამიჯერეთ, მე იმ ვიდეოს გადაღებისას ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. რა გასაკვირია, რომ იქ უნდოდა, სადაც ყველა ეფერებოდა, სადაც ყველა ადამიანისგან სითბოს გრძნობდა, სადაც ბებია და პაპა ყავდა, რომლებიც ტაოს აღმერთებენ და ტაოა მათთვის ყველაფერი. მამაჩემმა ტაოზე მეტად განიცადა მასთან განშორება.

რამდენიმე დღე საერთოდ არავის ელაპარაკებოდა, ტაოსაც კი ვერ ელაპარაკებოდა ინტერნეტით, რადგან ბავშვს უფრო არ განეცადა განშორება. ის ვიდეო ერთწუთიანია, ტაო კი მთელი დღის განმავლობაში ტიროდა და საქართველოში წაყვანას მთხოვდა.

- ელოდით საზოგადოების მხრიდან ასეთ გამოხმაურებას?

- ადამიანები უმეტესად დადებით და თბილ კომენტარებს წერდნენ, თუმცა იყო ისეთი ხალხიც, რომლებმაც ნაგავი, ვითომ პატრიოტი მიწოდეს და მითხრეს, რომ ბავშვს ძალით ვატირებდი. მსგავსი ხალხის კატეგორია ყველა ერშია, მე კი ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, მხოლოდ კარგი დავინახო ადამიანებში. მე არ ვარ ყალბი პატრიოტი... შესაძლოა პირველად ტაო საკმაოდ გვიან ჩავიდა სამშობლოში, მაგრამ ჩვენ, მისმა მშობლებმა დაბადებიდანვე ვეცადეთ შეგვეყვარებინა მისთვის საქართველო. ინგლისური და ფრანგული სიმღერების ნაცვლად ქართულ ფოლკლორს ვასმენინებდით, მუდამ ქართულად ვსაუბრობდით მასთან. ამ ყველაფერში დიდი წვლილი შეიტანა ასევე დედაჩემმა, ზეინაბ მეტრეველმა, რომელიც პოეტი და მწერალია. დედა საკმაოდ ხშირად ჩამოდის ჩვენთან საფრანგეთში. ის ყოველთვის უყვება ტაოს, რომ საქართველოში სხვანაირი ცაა, სხვანაირად ანათებს მზე, სხვანაირი ჰაერია. ჩავიდა ტაოც საქართველოში, მიხვდა და იგრძნო, რომ სამშობლოში იყო. შესაბამისად, მისი ქცევაც სრულიად ლოგიკური იყო.

წაიკითხეთ ვრცლად

იხილეთ ვიდეო, რომელმაც ტაოს სახელი გაუთქვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ