ავტორი:

"ერთხელ მოხდა, როცა დავშორდით, მას შემდეგ სერიოზული კამათი არ გვქონია" - როგორი მეუღლე და მამაა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი

"ერთხელ მოხდა, როცა დავშორდით, მას შემდეგ სერიოზული კამათი არ გვქონია" - როგორი მეუღლე და მამაა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელია. ის მუდმივად ბოლომდე იხარჯება ნაკრების მაისურით და ამის გამო გულშემატკივრის მხრიდან სიმპათიითაც არის დაჯილდოებული. ოქრიაშვილი ამჟამად "კრასნოდარის" ღირსებას იცავს, თუმცა მოედანზე გასვლას ჯერ ვერ ახერხებს, რადგან ტრავმა აქვს, მაგრამ არც ისეთი სერიოზული. სავარაუდოდ, თორნიკე მოედანს 2-3 კვირაში დაუბრუნდება.

საფეხბურთო კლუბ "კრასნოდარისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ორი ვაჟის, 6 წლის ალექსანდრეს და 4 წლის დადის მამაა. გვინდა, თორნიკე სხვა კუთხით გაგაცნოთ, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც მეუღლე და მამა. sportall.ge-მ თორნიკეს მეუღლესთან, ლიკა მუზაშვილთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

- ალექსანდრე წელს წავიდა სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს, ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, საბოლოოდ ამ პროფესიაზე შეაჩერებს თუ არა არჩევანს, რადგან სხვა ინტერესებიც აქვს.

- თუ უყურებს მამის თამაშებს, თუნდაც ეკრანიდან?

- იმდენად ცელქია, რომ ერთ ადგილას ვერ დასვამ. ისე ძალიან ამაყობს, რომ მამა ფეხბურთელი ჰყავს. სკოლაში ყოველ დილით ბურთით მიდის და აღმოჩნდა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ერთ-ერთი ფეხბურთელის შვილია.

- ლიკა, შენი გადმოსახედიდან რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა?

- ჩემთვის პირადად არ არის რთული. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ მიაჩნიათ ფეხბურთელების ცოლობა სიძნელედ. ალბათ, იმიტომ, რომ წყვილებს ცალ-ცალკე ყოფნა უწევთ, ერთმანეთისგან შორს. თუმცა ჩვენ ხშირად ვართ ერთად.

- როგორი მეუღლე და მამაა, ხშირად განებივრებს სიურპრიზებით?

- ძალიან მზრუნველი ადამიანია. არასდროს არაფერი ავიწყდება. ძალიან მიყვარს ყვავილები და იმდენად ხშირად მჩუქნის, რომ ერთი კონკრეტული გამორჩეული შემთხვევის გახსენება მიძნელდება. მეც მიყვარს მისთვის სიურპრიზების გაკეთება, მაგრამ მასავით აქტიური არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენთან არ არის, მუდმივად ინტერესდება ალექსანდრეს სკოლის დღის წესრიგით. ძალიან განიცდის იმას, რომ ჩვენგან შორს არის და ამიტომ სულ ცდილობს, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ჩვენგან.

- თქვენს ცხოვრებაშიც იყო რთული პერიოდი, დაშორებულები იყავით. შემდეგ შერიგდით და ახლა, როგორც ვხედავთ, შეხმატკბილებული წყვილი ხართ. გაბუტვის შემთხვევაში, რომელი დგამთ შერიგებისთვის პირველ ნაბიჯს?

- ერთხელ მოხდა, როცა დავშორდით. მას შემდეგ სერიოზული კამათი არ გვქონია. ვფიქრობ, რომ მაშინ მართალი ვიყავი და შერიგების ინიციატივა თორნიკესგან წამოვიდა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მე ვარ სულ მართალი(იცინის). ჩემი აზრით, პატარ-პატარა გაბუტვები ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში ნორმალური პროცესია.

- რა რეაქცია გაქვთ, როცა თორნიკეს გულშემატკივრებს შორის ახალგაზრდა გოგონებს ხედავთ?

- ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. უგულშემატკივრონ, ძალიან გამიხარდება. უკვე შევეჩვიე ამ ამბავს (იცინის)...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ