ავტორი:

ბინა თბილისში, ბათუმში, ბიტკოინები - რა ქონებას ფლობს ირმა ნადირაშვილის ოჯახი

ბინა თბილისში, ბათუმში, ბიტკოინები - რა ქონებას ფლობს ირმა ნადირაშვილის ოჯახი

სახელმწიფო მოხელეების ხელფასების,ქონებრივი მდგომარეობის საკითხი მუდმივად განხილვის საგანია. „ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.

დეპუტატმა დეკლარაცია ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა ირმა ნადირაშვილი და მისი მეუღლე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობდნენ. მათ შორის, ირმა ნადირაშვილმა გასულ წელს 20 დოლარად 20 ცალი etherium-ი შეიძინა.

რაც შეეხება მის ქონებრივ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, დეპუტატი ფლობს 56 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში და 44 კვ. მეტრის ბინას ბათუმში, რომელიც 2012 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 7,270.74 ლარი და 42 დოლარი ჰქონდა. ამასთან, ნადირაშვილის შემოსავალმა 2017 წელს პარლამენტის წევრობისას 62 373 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დეპუტატმა წინა წელს ბინების გაქირავებით ჯამში, 23 375 ლარის შემოსავალი მიიღო. წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ