ავტორი:

"გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

"გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

"გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ", – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

აღნიშნული განცხადებით საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ წერილი კათოლიკოს-პატრიარქს არ ეკუთვნის.

"სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილი ასეთი სათაურით: ,"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა "ქართული ოცნებისადმი", სადაც ჩამოთვლილია ხელისუფლებისადმი გარკვეული მოთხოვნები და ამასთან, ნათქვამია, რომ თურმე არსებობს ვინმე "დაფარული მეუფე" – მოძრაობა "ძლევაი საკვირველის" დამფუძნებელი, რომელმაც საჯაროდ უნდა განაცხადოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია.

განვმარტავთ, რომ მის უწმინდესობას არანაირი "დაფარული მეუფე" არ ჰყავს, არც მოძრაობა "ძლევაი საკვირველი“ არის ეკლესიასთან დაკავშირებული და არც აღნიშნული წერილი ეკუთვნის კათოლიკოს-პატრიარქს. მისი შემდგენლები არიან ტყუილის გამავრცელებელნი და სიცრუის მსახურნი.

საერთოდ, გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ იგი. ხშირია შემთხვევები, როცა ამ მიზნის მისაღწევად მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებითაც.

ვინაიდან ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა, ეს სამწუხარო მოვლენები წარმოადგენს ქვეყნის გახლეჩვის მცდელობას; ამიტომაც ყველა მღვდელმთავარს და მოძღვარს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისაგან.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ვისაც სოციალური ქსელით კათოლიკოს-პატრიარქის ან საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია სურს გაიგოს, მასალები უნდა მოიძიოს საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე", – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: საპატრიარქო - გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ