ავტორი:

კომაში მყოფი საუდელი პრინცი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

კომაში მყოფი საუდელი პრინცი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საუდელი პრინცი ხალედ ბინ ტალალი, მეფე სალმანის ძმიშვილი თითქმის ერთწლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრინცის ოჯახის წევრებმა დაწერეს.

ხალედის ძმიშვილმა, პრინცესა რიმ ბინტ ალვალიდმა და კიდევ ორმა ნათესავმა „ტვიტერზე“ პარასკევს სურათები გააზიარეს, სადაც ჩანს, როგორ ეხუტება პრინცი შვილს, რომელიც რამდენიმე წელია, კომაშია.

„მადლობა ღმერთს, რომ უსაფრთხოდ ხარ,“ - დაწერა პრინცესამ ტვიტერზე.

საუდის არაბეთის ხელისუფლებას პრინცი ხალედის დაპატიმრებასთან, ან - გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ხალედის ძმა, მილიარდერი პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი ერთ-ერთი იყო იმ 200 პრინცსა და მაღალჩინოსნებს შორის, რომელიც კორუფციის ბრალდებით გასული წლის ნოემბერში რიადში, სასტუმრო „რიც-კარლტონში“ გამოკეტეს.

ხალედის გათავისუფლება კი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო საუდის არაბეთზე დასავლეთის ძლიერ ზეწოლას დაემთხვა, ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"