ავტორი:

"ბოლო ორი თვეა ძალიან გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები" - რა საფრთხეზე საუბრობს ტოქსიკოლოგი

"ბოლო ორი თვეა ძალიან გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები" - რა საფრთხეზე საუბრობს ტოქსიკოლოგი

ბოლო პერიოდში ბევრისთვის აქტუალური საკითხია მარიხუანას მოხმარებას, ასევე მისი პოპულარიზაციის თემა. გახშირდა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გასულ კვირას ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში მოხდა. როგორც სკოლის პედაგოგები აცხადებენ, მეცხრეკლასელი მოსწავლე სკოლაში მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გაკვეთილზე გონება დაკარგა.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მარიხუანა სკოლის ეზოში მყოფმა ე.წ. „შავმა ბიჭებმა“ მოაწევინეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მოზარდმა გონება დაკარგა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იგივე პირებმა სკოლის ადმინისტრაციას არ მისცეს საშუალება მოსწავლე ახლომდებარე საავადმყოფოში გადაეყვანათ ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახებინათ. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო დახმარებაზე უარი არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმაც განაცხადეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ თემურ კობიძე „მედიაცენტრ მთავარში" სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც მარიხუანის მოხმარებაზე და ბოლო თვეებში გახშირებულ ინტოქსიკაციის ფაქტებზე ისაუბრა.

- მე მეღიმება, როცა ამბობენ, რომ ეს არ არის საშიში ადამიანისთვის, რომ ეს არის ძალიან კარგი და სასარგებლო. არ არის საქმე ასე მარტივად. უკვე დიდი ხანია განგაშია ასატეხი. არა მარტო ნარკომანიიდან და ტოქსიკომანიიდან გამომდინარე, არამედ ყოველი მისი კონკრეტული გამოსახულებიდან. საუბარია მარიხუანაზე. ბოლო ორი თვეა ძალიან გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები. ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს გენოფონდს, ჩვენს ახალგაზრდებს. არ ვიცი ეს რის ბრალია. ალბათ გარკვეული როლი ითამაშა მისმა პროპაგანდამ. რაც ყველაზე ცუდია, შემოყვანილი პაციენტების უმეტესობა გოგონებია. საუბარია 17 დან 26 წლამდე, ან შეიძლება უფრო მეტიც. მე სრული მონაცემები საქართველოს მასშტაბით ჯერჯერობით არ მაქვს. მე ვსაუბრობ თბილისში არსებულ კერძო პრაქტიკიდან, ჩვენს მიერ ნანახი პაციენტებიდან გამომდინარე.

- რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ