ავტორი:

საბჭოთა ფოტოშედევრების ისტორიები და სტალინის პირადი ფოტოგრაფი, რომელმაც ბელადის ყველაზე ცნობილი კადრი გადაიღო

საბჭოთა ფოტოშედევრების ისტორიები და სტალინის პირადი ფოტოგრაფი, რომელმაც ბელადის ყველაზე ცნობილი კადრი გადაიღო

ლონდონის გალერეა Atlas-ში საბჭოთა დროინდელი კლასიკოსი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა იმართება. წარმოდგენილი ფოტოებიდან რამდენიმე ისეთია, რომელთა მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი იყო. მათ შორის არის სამარი გურარიის მიერ გადაღებული ფოტო, რომელზეც მსოფლიოს სამი ლიდერი - ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი არიან გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი ძალიან პოპულარული იყო, მისი ავტორის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

"ყველას არ ჰქონდა სტალინის გადაღების უფლება, გურარიის კი მისი აღმატებულების სამყაროში შესვლის პატივი ხვდა. თუმცა, ეს თავის მხრივ უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავდა... პრაქტიკულად, მას ამის ფასად საკუთარი თავისუფლების დათმობა უწევდა... ის ჰყვებოდა, რომ საბჭოთა ლიდერის დასაბეჭდ ფოტოებს ყოველთვის თავად არჩევდა, ანუ რაკურსი სწორად უნდა შეერჩია, ისე, რომ ეს თავად "ბესარიონოვიჩს" მოსწონებოდა. ფოტო უნდა ყოფილიყო ახლო კადრი, მაგრამ ნათელი და მეტყველი გამოსახულებით..." - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში სამარი გურარიის ახლობელი მაია კაცნელსონი.

"რაც შეეეხება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოს "დიდი სამეული", ლივადიის სასახლეში მიმდინარე კონფერენციაზე ვიდრე სამი ლიდერი საუბრობდა, მე ერთი ფირი მთლიანად ამოვწურე და მეორეზე გადავედი. როდესაც ისინი სავარძლებში ჩასხდნენ, კიდევ გადავიღე რამდენიმე დუბლი, შემდეგ კი ჩემთვის განკუთვნილი ოთახისკენ წავედი. იქ სავარაუდოდ მორიგეობდა "ჩეკისტი", რომელიც არ უნდა შემემჩნია. გავხსენი პირველი ფირი და გავშტერდი, არცერთი კადრი არ ვარგოდა, არადა ამ ფოტოებზე ჩემი სიცოცხლე იყო დამოკიდებული... იმდენად ცუდად გავხდი, რომ "ჩეკისტსაც" კი შევეცოდე და მკითხა, ფერი რატომ დაკარგეო... ხომ არ ვეტყოდი, არც ერთი ფოტო არ ვარგა-მეთქი... ეს ამბავი სტალინამდე ელვის სისწრაფით მიაღწევდა და დახვრეტა არ ამცდებოდა... მეორე ფირის კადრები ვარგისი აღმოჩნდა და ასე გადავრჩი... ფორტუნამ გამიღიმა", – ასე იხსენებდა ფოტოს ავტორი გურარიი ურთულეს სამუშაოს.

კიდევ ერთი ლეგენდარული ფოტოს ავტორი ევგენი ხალდეია. ფოტოს სახელად "საბჭოთა დროშა რაიხსტაგზე" ჰქვია. მისი გადაღების შინაარსსა და ზოგადად ფოტოს გარშემო დღემდე უამრავი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ხალდეიმ იპოვა ჯარისკაცი, რომელიც მისთვის პოზიორობას დასთანხმდა და გადაღებების მთელი სერია ჩაატარა. მას სურდა მსოფლიოში აღიარებულ ჯო როზენთალის მსგავსად ისტორიული ფოტო გადაეღო. უამრავი კადრიდან ერთ-ერთმა მზის სინათლე იხილა და აღიარებაც მოიპოვა... დღემდე კამათია ფოტოს შინაარსსა და გადაღების ისტორიაზე. ოფიციალური ცნობების თანახმად, ფოტოსთვის ორი ჯარისკაცი შეირჩა: ქართველი მელიტონ ქანთარია (სტალინის პატივსაცემად, რომელიც ასევე ქართველი იყო) და რუსი მიხაილ ეგოროვი. მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში დროშა უკრაინელმა ალიოშა კოვალიოვმა აღმართა...

ისტორიული ფოტო პირველად ჟურნალ Agonyok-ში უნდა დაბეჭდილიყო, თუმცა მთავარმა რედაქტორმა შენიშნა, რომ სერჟანტ აბდულახიმ ისმაილოვს, რომელიც კოვალიოვს ორივე ხელით იჭერდა, ორივე მაჯაზე ეკეთა საათი, ერთ-ერთზე - ორი ერთად... ფოტო ასე არ უნდა გასულიყო, რადგან ეს მითს იმაზე, რომ საბჭოთა ჯარისკაცები არ იპარავდნენ, გააცამტვერებდა... ხალდეიმ ჟურნალისთვის ჯარისკაცის ორი საათი "გააქრო".

ალექსანდე ხლებნიკოვის ფოტო, "რძე" სრულად გადმოსცემს საბჭოთა ეპოქის მატერიალურ ყოფას, ყოველდღიურობას, მის ფერებს... "ვისაც მცირე დროით მაინც უცხოვრია საბჭოთა დროში, ამ ნატურმორტის დანახვისთანავე გადავარდება საბჭოთა სოციალიზმში..."- წერს bbc.com-ის მიმომხილველი ალექსანდრე კანი.

მიმოხვილველი ასევე განხილავს ნიკოლაი სვიშევი-პალას ფოტოს "მოდელი ბურთით". ფოტო 1874 წელს არის გადაღებული და კრიტიკის ნიაღვრის მიუხედავად, მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, თუმცა, საჯაროდ 1920-იან წლებში გამოიტანეს... მისი ნატურის ვინაობა კი, დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო, რადგან მაშინდელი საზოგადოება ასეთი თამამი სცენისთვის მზად არ აღმოჩნდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"