ავტორი:

ვინ არის კაცი, ვისთან ერთადაც გრიგოლ ვაშაძის პირველი ცოლი საბჭოთა კავშირიდან გაიქცა

ვინ არის კაცი, ვისთან ერთადაც გრიგოლ ვაშაძის პირველი ცოლი საბჭოთა კავშირიდან გაიქცა

"ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პირველი ქორწინების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. გრიგოლ ვაშაძე 1978 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილზე, ნატაშა ალხიმოვაზე დაქორწინდა. წყვილს 1979 წელს ვაჟი შეეძინა და პაპის სახელი დაარქვეს. ნოდარ ვაშაძე რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს. ის ევროპაში მამის ღვინის კომპანიის (Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.) წარმომადგნელია. ნოდარ ვაშაძე დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს.

ვაშაძის პირველ მეუღლეზე ნატალია ალხიმოვაზე ინტერნეტში თითქმის არანაირი ინფორმაცია იძებნება. ცნობილია, რომ ვაშაძეს ის 1985 წელს დაშორდა და პიანისტთან, ანდრეი გავრილოვთან ერთად საბჭოთა კავშირიდან გაიქცა.

გავრილოვს მსოფლიოს მუსიკალური წრეები კარგად იცნობენ, მასზე საერთაშორისო გამოცემები ბევრს წერენ. 1974 წელს, 18 წლის ასაკში მან ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა, რასაც მსოფლიო აღიარება მოჰყვა, თუმცა მუსიკოსის კარიერასა და პირად ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი მალე დადგა. იმის გამო, რომ გავრილოვი მუდმივად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, პრობლემები ხშირად ექმნებოდა - КГБ საშუალებას არ აძლევდა, მონაწილეობა მიეღო მნიშვნელოვან ღონისძიებებში, პიანისტს ქვეყნის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ.

The Guardian წერს, რომ 80-იანი წლების თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, პიანისტისთვის რთული წლები დადგა. საბოლოოდ, მის საქმეში თავად მიხეილ გორბაჩოვი ჩაერია და გავრილოვს „თავისუფალი პასპორტი“ მისცეს, რომლითაც ქვეყნის დატოვება შეეძლო.

რუსულ "ვიკიპედიაზე" ვკითხულობთ, რომ 1985 წელს ნატალია ალხიმოვა უკვე გავრილოვის ცოლი იყო და პიანისტთან ერთად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა საცხოვრებლად. ამ ფაქტმა კი ნატალიას მამის - საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის, ვლადიმერ ალხიმოვის კარიერა დაასრულა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ყველაზე რთული წლები ანდრეი გავრილოვისთვის 1990-იანების შუა პერიოდი იყო. ამ დროს მუსიკოსისთვის დაიწყო შემოქმედებითი კრიზისი, დაენგრა ოჯახიც... ბრიტანული გამოცემა წერს, რომ განქორწინებასთან ერთად გავრილოვმა დაკარგა სახლი, ფული და ვაჟიშვილი.

"პირველი ქორწინების დროს მას შვილი არ ჰყოლია, თუმცა პიანისტის მეგობრები საუბრობენ ვაჟიშვილზე, რომელთანაც მას კონტაქტი ახლა არ აქვს" - წერს გამოცემა და სავარაუდოდ, გავრილოვის მეგობრები სწორედ ნატალია ალხიმოვასა და გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს გულისხმობენ.

"ეს იყო სასიკვდილო ბრძოლა. სასოწარკვეთილი ვიყავი, ან უნდა გამემარჯვა, ან მოვმკვდარიყავი" - იხსენებს გავრილოვი ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში და როგორც ჩანს, მან გამარჯვება შეძლო - 2001 წელს შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად და მოგვიანებით, იაპონელ პიანისტზე დაქორწინდა. წყვილს შვილი შეეძინა, გავრილოვმა კარიერის გაგრძელება შეძლო.

პიანისტი რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოშიც, ერთ-ერთი ღონისძიება, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, „ღამის სერენადებია“, რომელიც 2012 წელს აჭარაში, გონიოს ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ გაიმართა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ