ავტორი:

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროც მოიპოვა

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროც მოიპოვა

აშხაბადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში დასრულდა. აბსოლუტურ წონაში ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედალიც მოიპოვა.

აკვრაში ლაშამ ჯერ 240 კილოგრამიანი შტანგა ასწია, შემდეგ 252, მესამე ცდაზე კი 257-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და რაც უკვე მსოფლიოს ახალი რეკორდი გახლდათ! ლაშამ ატაცში 217 კგ ასწია და ორჭიდის ჯამშიც ოქრო მოიპოვა.

სამწუხაროდ, ირაკლი თურმანიძემ ფეხის ტრავმის გამო აკვრაში მონაწილეობა ვერ მიიღო და მას მხოლოდ ატაცში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი დარჩა.

ასე და ამგვარად, ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდებთან ერთად სამი ოქროს მედალი მოიგო: ატაცში, აკვრაში და ორჭიდში.

VIDEO: ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი ატაცში!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ